ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რთული სატრანსფერო რეალობა – იუვენტუსი გაყიდვების მოლოდინშია

იუვენტუსთან მიმართებაში სატრანსფერო სიახლეებს, რომ გადავხედოთ ნათლად გამოჩნდება, რომ წელს დიდი აქტივობის იმედი არ უნდა იყოს.

რეალურად კლუბი მხოლოდ ერთ გარიგებას თუ განახორციელებს ისე, რომ პარალელურ რეჟიმში გაყიდვები არ აწარმოოს და ასეთი მანუელ ლოკატელია.

სასუოლოსთან მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს და ამის მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე მანუელის მხრიდან საკმაოდ ნორმალური თამაშია.

მაპეი-ს ბინადართა სპორტულმა დირექტორმა ცოტახნის წინ ისიც კი განაცხადა, რომ არა იტალიური კლუბები გაცილებით აქტიურობენ და უფრო მეტსაც იხდიან, მაგრამ იუვესთან მოახლოებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მაინც დაანონსა.

მეორე მეკარის პოზიციაზე მაქს ალეგრი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და მისი არჩევანი მატია პერინია. შესაბამისად, თუ იუვეს 10-12 მილიონიანი წინადადებით არ მიმართეს, იტალიელი გუნდში დარჩება და ვოიცეხ შესნის დუბლიორის როლს მოირგებს.

აი დანარჩენი კი უშუალოდ გაყიდვებზე იქნება დამოკიდებული.. ხელშეუხებელი იუვესთვის ფედერიკო კიეზა, მატეის დე ლიხტი, დეიან კულუსევსკი და პაულო დიბალა არიან. დანარჩენებთან მიმართებაში ტურინელები მზად არიან ნებისმიერი წინადადების მოსასმენად.

თავდასხმაში მოქმედებები იმ შემთხვევაში დაიწყება თუ კლუბს კრიშტიანო რონალდუ დატოვებს, რომლის მიმართ უკანასკნელი საათებია პსჟ გააქტიურდა. ნახევარდაცვაში ადრიენ რაბიო თითქოს ალეგრის გეგმებში შედის, რასაც ვერ ვიტყვით აარონ რემზიზე მაგრამ მის მიმართ მაინც და მაინც დიდი ვნებათაღელვა არ შეინიშნება.

ასე რომ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფედერიკო კერუბინს გაყიდვების კუთხით დიდი გამოწვევა ელის.. მიუხედავად იმისა, რომ იუვემ კაპიტალი გაზარდა, ეს სატრანსფერო აქტივობაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს და მიმართულია პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, კლუბში ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

4.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x