ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია რონალდუსთან მიმართებაში

კრიშტიანო რონალდუს სიტუაცია გაურკვეველი რჩება და ჯერჯერობით საქმე მხოლოდ კულისებს მიღმა ვითარდება.

ჟორჟ მენდეში ლეონარდოს უკვე ესაუბრა და ბრაზილიელი დიდ ენთუზიაზმს გამოხატავს პორტუგალიელის პარიზში გადაყვანაზე.

თუმცა, მეორეს მხრივ ამ ეტაპზე არ ცხადდება მზად არის არის თუ არა შეიხი იმდენივე გადაუხადოს პორტუგალიელს რამდენსაც ტურინში ღებულობს.

ალბათ სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი რის გამოც რონალდუ აზრის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.. მას ხელში არა აქვს იდენტური შეთავაზება და ამიტომაც მოცდას ამჯობინებს.

თავის მხრივ იუვენტუსი ნამდვილად არ დათანხმდება მის უფასოდ გასხვისებას და აღნიშნული გარიგებიდან მინიმუმ 30 მილიონს მოითხოვს.

უახლოეს პერიოდში რონის აგენტი ფედერიკო კერუბინის შეხვდება, სადაც საკითხი შეეხება როგორც კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას, ასევე დაუყონებლივ ტრანსფერს თუ ჰორიზონტზე რომელიმე კლუბი მზადყოფნას გამოთქვამს ინვესტიციის განხორციელებაზე.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x