ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato:”დიბალა ტაქტიურად უკვე რონალდუზე მაღლა დააყენეს”

Calciomercato -ს ჟურნალისტმა ალბერტო ჩერუტიმ პირდაპირ ეთერში საუბრისას, კრიშტიანო რონალდუს და პაულო დიბალას საკითხზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“იუვეს პრობლემები ქონდა და მათ საკუთარი არჩევანი მაქს ალეგრიზე შეაჩერეს. ეს იყო აბსოლუტურად გამართლებული, რადგან მაქსმა ყველას დაუმტკიცა როგორი დიდი ტაქტიკია და ახლა გუნდს ეს ყოველივე ჰაერივით ესაჭიროება.

იყო თუ არა მისი გაშვება შეცდომა? ბუნებრივია.. ფეხბურთელები არ აღმოჩნდნენ რადიკალური ცვლილებებისთვის მზად.. მაქსმა მოთამაშეები საკუთარ ჭკუაზე მოიყვანა და ყველაზე მნიშვნელოვან დროს მის გარეშე დატოვება სამწუხაროდ გადაუჭრელ პრობლემად იქცა. 

ახლა მთავარია ალეგრიმ ის ტაქტიკური ჩანაფიქრები მოთამაშეებს მალე გადასცეს და სისრულეში მოიყვანოს. პლიუს ამასთან კრიშტიანო რონალდუსთან სათნადო ურთიერთობაა დასამყარებელი.

თუმცა, უკვე ახლავე ჩანს რომ პაულო დიბალა ალეგრის ახალ იერარქიაში ფუნდამენტურ ფუნქციას შეასრულებს. თავად დიბოსაც გასული სეზონის შემდეგ მოტივაცია მომატებული აქვს. ფიზიკური თუ სხვა პრობლემების გამო არგენტინელი ჩრდილში იყო, მაგრამ ახლა მზად არის გაიტანოს, გაატანინოს და გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღოს! იუვეში კი ამას ყოველთვის აფასებდნენ.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x