ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ცნობები კონტინასადან და ასევე ლოკატელის ტრანსფერზე

იტალიური მედია კონტინასაზე მიმდინარე საწვრთნელ სესიას აფასებს და ამასთანავე არც მანუელ ლოკატელის საკითხს ივიწყებს:

მაქს ალეგრი მანუელს ელოდება, რომლის ტრანსფერი კი გაიწელა თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით ბიანკონერი მომგებიან მდგომარეობაშია.

შუახაზელმა უკვე უარყო არსენალის მიმზიდველი წინადადება, რითაც ხაზი გაუსვა საკუთარ სურვილს კარიერის ტურინში გაგრძელებაზე.

კარნევალე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მაგრამ მას კარგად ესმის რა ფასიც დაუჯდება გუნდში განაწყებული მოთამაშის დატოვება.. შესაბამისად, რაღაც ფორმულაზე კლუბებს შეთანხმება მაინც მოუწევთ.

ფაქტია, სასუოლოს არ მოწონს პირველი შეთავაზება, რომელიც გულისხმობს არენდას გამოსყიდვის უფლებით და თან 30 მილიონად.. მაპეი-ს ბინადრებს მინიმუმ 40 -ს მიღება სურთ და თან დაუყონებლივ. 

რაც არ უნდა იყოს ლოკატელის სწორედ ტურინში სურს და კლუბს ასე თუ ისე მოუწევს მისი ნების გათვალისწინება.

პარალელურად მაქსი კონტინასაზე იმ კონტიგენტით აგრძელებს მუშაობას, რომელიც ამ ეტაპზეა ხელმისაწვდომი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკოლო ფაჯიოლი, რომელიც მწვრთნელისგან ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა და შესაძლოა მოახლოებულ სეზონში გარკვეული ფსონი ამ ახალგაზრდაზეც გაკეთდეს.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bero-juve10
bero-juve10
3 years ago

fagioli aucileblad unda darches da gaagrzelos ganvitareba pirvel gundshi
am motamashis zalian meimedeba.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x