ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლოკატელის თაობაზე სასუოლომ მორიგი წინადადება უარყო

მოლაპარაკებები მანუელ ლოკატელისთან მიმართებაში საკმაოდ გაიწელა.

იუვენტუსმა რიგით მეორე შეთავაზება უკვე გააკეთა, რომელიც საკმაოდ საინტერესო ფორმულით გამოირჩა. 5 მილიონი ერთ წლიანი არენდის სანაცვლოდ, შემდგომ 20 მილიონი და დამატებით 7 მილიონი ბონუსის სახით. ამასთან ერთად, თუ ბიანკონერი ლოკატელის გაყიდის, მაშინ სასუოლო აქედან 25%-იან წილს მიიღებს.

აღნიშნული შეთავაზება სასუოლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მათ კლასიკური სტილის წინადადების მიღება სურთ. მაპეი-ს ბინადრები 40-ს ითხოვენ და შესაძლოა 35 მილიონმა საქმე საბოლოოდ დაასრულოს.

თუმცა, იუვე საკუთარ ფინანსებს მნიშვნელოვნად უფრთხილდება და გაცილებით უფრო მეტად ვიდრე ამას ადრე აკეთებდა.. მეორეს მხრივ არსენალი აქტიურობას აგრძელებს და 40 მილიონზე უკან ნამდვილად არ დაიხევს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x