ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ეს ალეგრის იუვენტუსი 2.0 არის

კონტინასაზე მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ ეს იყო პირველი მატჩი.. ჩეზენასთან რომელიც ტურინმა 3-1 დაამარცხა.

დაბრუნდა მაქსის ღიმილი, მისი შენიშვნები და ემოციურობა.. არ იყვნენ დიბალა და ლუკა პელეგრინი.. ამ ორს ტრავმა აწუხებს..

იყო დაუღალავი გადაადგილებები, ტაქტიკური ცვლილებები და ასე შემდეგ. დიახ, ყველაფერი სუფთა ალეგრის სტილში და ეს სულ რაღაც ერთ კვირაში!

სასიამოვნო იყო უინსტონ მაკენის ყურება.. გოლი + საგოლე გადაცემა.. იმ ახალგაზრდებიდან რომლებიც მინდორზე იყვნენ, ფაქტია რომ ამერიკელი სასტარტოს ამბიციებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც ხაზი უნდა გავუსვათ არის დისციპლინა და წესების მიმართ დიდი პატივისცემა! წინააღმდეგ შემთხვევაში ფრაბოტას და ფაჯიოლის ბედს გაიზიარებ..

საწვრთნელ პროცესზე დაგვიანების გამო, ორივე მოთამაშე ჩეზენასთან მატჩზე არ დაიშვა. ალეგრის ღიმილი და პოზიტიური განწყობა არ ეშლება, მაგრამ საქმეში ის უკომპრომისოა.. მუხლჩაუხრელი შრომა, მუდმივი კონცენტრირება – ეს მისი კრედოა და ვინც წესებს დაარღვევს, სასჯელსაც ვერ გადაურჩება.

ბევრი საუბრობდა, რომ პირლოს ეპოქაში მოთამაშეებს მეტი სიმსუბუქე ქონდათ.. ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ჯგუფს ამასთან შეგუება მალევე მოუწევს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x