ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრის და ანდრეა ანიელის პრესკონფერენცია

ამ წუთებში კონტინასას საწვრთნელ ბაზაზე ჟურნალისტებს ანდრეა ანიელი და მაქს ალეგრი ხვდებიან. ტოსკანელი თავკაცისთვის დაბრუნების შემდეგ ეს პირველი პრესკონფერენციაა:

“ეს არ იყო გულის გადაწყვეტილება ან მეგობრობის გამო, რომელიც ნამდვილად არსებობს ჩემსა და მაქს შორის! ალეგრის სწორი პროფილი აქვს, რომელსაც შეუძლია გარანტის მოცემა. 

ვერც იმას გეტყვით როდის მივიღეთ მისი დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება. მთავარია, რომ ახლა მკაფიოდ გვაქვს დასახული გეგმა, რომელიც 4 წელზეა გაწერილი და ამ პერიოდში სწორედ ალეგრი უხელმძღვანელებს პროცეს. მისი დაბრუნებით მივიღეთ ხარისხი, რომელიც იუვეს საუკეთესოდ წაადგება!”

ალეგრი:

“საკმაოდ აღელვებული ვარ, თუმცა დადებითი ემოციებით სავსე. ვეცდები ყველა თქვენ კითხვას ვუპასუხო. 

როგორი იუვე აღმოვაჩინე? პოზიტიური.. თუმცა, ახლა სენტიმენტები გვერდით უნდა გადავდოთ და საქმეს შევუდგეთ. თავდაპირველად ახალგაზრდებთან მომეცა მუშაობის საშუალება, თუმცა დღეისათვის პირველი გუნდის ელემენტები შემოგვიერთდნენ და დატვირთვებიც ეტაპობრივად იზრდება.

კრიშტიანო რონალდუ, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი დანარჩენი მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითები უნდა იყვნენ. 

აქამდე რაც გავაკეთეთ და ეს მართლაც ფანტასტიკური 5 წელიწადი იყო, წარსულში დარჩა. ეს არის ახალი ციკლი და თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ჯობს ყველაფერი დავივიწყოთ და საქმეს ახალი ენთუზიაზმით შევუდგეთ.

გულშემატკივრების რეაქციით ამაყი ვარ და მათ სიყვარულს განსაკუთრებულად ვგრძნობ. სასიამოვნო იყო პროცესის ყურება თუ როგორ იცვლებოდა მათი ჩემდამი დამოკიდებულება.. როგორი თბილები ხდებოდნენ და გვერდში გვედგნენ. მათ კარგად იცოდნენ რა მსხვერპლი იყო გაღებული თითოეული წარმატებისთვის!

კრიშტიანოს ვესაუბრე, ისევე როგორც დანარჩენ მოთამაშეებს. პორტუგალიელი ექსტრა არაორდინალურია და მისი ყოლა დიდი ფუფუნებაა. თუმცა, მისი ასაკიდან გამომდინარე მეტი პასუხისმგებლობაც ეკისრება.. მან მოთამაშეებზე დადებითი ეფექტი უნდა მოახდინოს. 

საერთოდაც კლუბს ძალიან კარგი შემტევი პოტენციალი აქვს. ბერნარდესკი, მორატა, დიბალა, კულუსევსკი, რონალდუ – ველი რომ 75 გოლამდე ავალთ. ძალიან ვარ მოხიბლული ადრიენ რაბიოს ასპარეზობით.. ვფიქრობ, სეზონში სამი გოლი მისთვის უკიდურესად ცოტაა.. უინსტონ მაკენის მშვენივრად ეტყობა, რომ ცივსისხლიანობა აქვს მეტოქის კართან.. კარგია, როცა ამდენი კარგი მოთამაშე გყავს და მადლობა კლუბს ნდობისთვის!

პაულო დიბალას კარგად ესმის, რომ 28 წლის ასაკში ეს მისთვის შესაძლოა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეზონი გახდეს. ციფრები მის მხარეს არის.. გასული სეზონი არ იყო წარმატებული, მაგრამ არგენტინელს საოცარი თვისებები აქვს და ყველაფერი მის ხელშია. ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელსაც შეუძლია გატანა და ეს ბევრს ნიშნავს! მე მისი იმედი მაქვს!

იტალიაში სამწვრთნელო კუთხით საინტერესო სეზონი გველოდება. სარის ლაციო.. მოურინიო და რომა.. ინძაგი ინტერშია და ისინი ფავორიტები არიან. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელსაც მშვიდად უნდა გავუყვეთ და იმედი ვიქონიოთ მაისში ტიტულს დავიბრუნებთ.

ხუთი ცვლილება? იმედი მაქვს რაღაცას არ მოვიგონებ (იცინის) დავიწყებ ტრადიციული სამი ცვლილებით და მერე ერთად შევხედოთ რა იქნება. უპირატესობა რომ არის ფაქტია და ამაზე არავინ დაობს.

მიმდინარე სეზონი კარგად არის დაბალანსებული.. მილანის ახალგაზრდობამ გამოცდილება დააგროვა. ინტერი სხვა მენტალიტეტით იბრძოლებს.. ასე რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გველოდება.

დეიან კულუსევსკი? ჯერ დრო მჭირდება, თუმცა პოტენციალი მკაფიოდ ჩანს. აქვს ძრავი რომელსაც განვითარება და პროგრესი ესაჭიროება. ამიტომაც ვარ აქ რომ გუნდში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც უნდა შევმატოთ ფასეულობა და პარალელურად მივიღოთ სასურველი შედეგი.

სასტარტო შემადგენლობა? საოცრად გულუბრყვილო უნდა ვიყო, ამაზე ახლა ფიქრი რომ დავიწყო. გიჟური გრაფიკიდან გამომდინარე, რთულად წარმომიდგენია ვინმემ ზედიზედ შვიდი მატჩი ჩაატაროს. საჭირო სწორი ბალანსის პოვნა, რომლითაც თითოეულს შევუქმნით თამაშისგან სიამოვნების მიღების საშუალებას.

15 დღე გვაქვს, რათა ბალანსი ვიპოვოთ და ტრასაზე გავიდეთ.. ვფიქრობ, ამ ბიჭებს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვთ.

დარჩება თუ არა ჯორჯო კიელინი ამაზე პრეზიდენტი გიპასუხებთ. პაულო დიბალა ვიცე კაპიტანი იქნება, რადგან ჯორჯოს შემდეგ სწორედ ის არის ტურინში ყველაზე დიდხანს. ბონუჩიმ ეს წოდება მაშინ დაკარგა, როცა წავიდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ კიბეებზე ნაბიჯ ნაბიჯ ამოდის.. 

მე მომწონს სიტყვარ მწვრთნელი ბიზნესმენი, რომელიც საკუთარი საქმით არის დაკავებული და მოთამაშეებს ფასეულობას აძლევს.. სწორედ ეს ქმნის ფინანსებს და კლუბს ახალ შესაძლებლობებს თავაზობს. მეცინება სიტყვა მენეჯერზე, რადგან ჩვენ – არავიბენე, კერუბინი და ნედვედი ჰარმონიულ ურთიერთობაში მოგვიწევს მუშაობა და გადაწყვეტილებებს ერთად მიღება. 

ანდრეა ანიელი 

“არ მიმაჩნია სწორად ფეხბურთელების შვებულებიდან ნაადრევად გამოყვანა და კონტრაქტებზე საუბარი. ჯობს დაისვენონ და უკვე ამის შემდეგ საქმეს ერთად და მშვიდად მივხედავთ.” (კიელინისთან დაკავშირებით)

 

ალეგრი

ლოკატელი და არტური? სატრანსფერო საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. არტური კარგი ფეხბურთელია და სამწუხაროა, რომ დასაწყისშივე მოუწია ოპერაციის გაკეთება. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მწყობრში მალე ჩადგეს.

რონალდუ ცენტრ ფორვარდათ? ბომბარდირია და არა აქვს მნიშვნელობა ცენტრშია თუ ფლანგებზე.. იგივეა დიბალასთან მიმართებაშიც. აი რაბიოს შემთხვევაში როგორც უკვე გითხარით, უნდა ქონდეს ამბიცია რომ სეზონში 10 გოლს გაიტანს.

დიახ, სიმართლეა რომ რეალს უარი ორჯერ ვუთხარი.

ახლა კი ვისარგებლებ შემთხვევით და ანდრეა ანიელის მადლობას გადავუხდი ამ არაჩვეულებრივი თავგადასავლისთვის, რომელიც იმედი მაქვს თითოეულ ჩვენგანს წინ ელოდება.”

5 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x