ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი:”ალეგრი თამაშს იდეალურად კითხულობს”

ლუჩანო მოჯი

ლუჩიანო მოჯი იუვენტუსში მაქს ალეგრის დაბრუნებას გამოეხმაურა:

“ეს იყო აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი რადგან, მაქს განსაკუთრებული ტაქტიკური და ტექნიკური თვისებები გააჩნია, რაც მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი რამ არის. 

ერთი კონკრეტული თამაშში სცენარი შესაძლოა რამოდემინეჯერ შეიცვალოს და ალეგრი ამ ყველაფერს კარგად კითხულობს და სწრაფი რეაგირებაც არ ეშლება. არაერთხელ გვინახავს, როცა თითქოს გამოუვალ სიტუაციაში მყოფს შემოუტრიალებია სიტუაცია. 

კრიშტიანო რონალდუს კონტრაქტი აქვს და მისი დარჩენა იუვენტუსს უდაოდ წაადგება. რაც არ უნდა იყოს მსოფლიოს გამორჩეულ ბომბარდირზე ვსაუბრობთ და ალეგრის არ გაუჭირდება ამ წნეხთან გამკლავება. იუვეს წელს ბევრ გამოწვევასთან მოუწევს გამკლავება და მაქსთან ერთად ვფიქრობ ყველაფერი გამოუვათ.

ინტერი? ალეგრი იუვეში დაბრუნდა, ხოლო კონტე და ჰაკიმი ინტერიდან წავიდნენ.. შესაბამისად სიტუაცია მომენტალურად დაბალანსდა. ახლა კი ყველაფერი სატრანსფერო ფანჯარაზეა დამოკიდებული.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x