ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sportmediaset:”ყველაფერი გადაწყვეტილია და ჯერი სანტოსზეა”

Sportmediaset -ის მტკიცებით იუვენტუსს იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელ ფორვარდს კაიო ჟორჟს უკვე ორშაბათს კონტინასაზე ჩაიყვანს.

ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ახლა მთავარი კლუბებმა ერთმანეთთან საერთო ენა გამონახონ.

სანტოსი შემტევის სანაცვლოდ 5 მილიონს ითხოვს, მაშინ როდესაც იუვე მაქსიმუმ 1.5 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება უშუალოდ ტურინულ გრანდში სურს, რამაც მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან ფაქტიურად დაბლოკა.

იუვე მომგებიან მდგომარეობაშია და სანტოსზე მაქსიმალურ წნეხს ახორციელებს.. გაუძლებს თუ არა ბრაზილიური გრანდი არავინ იცის.. თუ მათ ახლა იუვეს წინადადება იუარეს, ეს დროებით ეფექტს იქონიებს, რადგან იანვარში კაიო თავისუფალი აგენტი ხდება და ტურინს უფასოდ შეუერთდება.

Sky Sport -თან საუბრისას იგნასიო პიამ 19 წლის ტალანტის თვისებები შეაფასა:

“ის გუნდი რომელიც მას დაიმატებს, რამდენიმე წელში მაღალი დონის მოთამაშეს მიიღებს. ფიზიკურად ძლიერია და თავისუფლად შეუძლია ცენტრ ფორვარდის როლში ყოფნა.. ფირმინიოს ვამსგავსებ, რომელსაც განსხვავებულ ამპლუაში თამაშის უნარი აქვს.”

ფერნანდო დინისი სანტოსის თავკაცია და მას კარგად ესმის საკუთარი მოთამაშის სურვილი, მაგრამ:

“მისი გაგება რთული არ არის.. შეთავაზება ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული გრანდისგან აქვს მიღებული, მაგრამ ჯობს სანტოსის მიმართ სათანადო მადლიერება გამოიჩინოს და დეკემბრამდე აქ დარჩეს. ყოველ შემთხვევაში ეს რომ ჩემს შესაძლებლობებში შედიოდეს, სწორედ ასე მოვიქცეოდი.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x