ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

გთავაზობთ უკანასკნელი 24 საათის მთავარ სატრანსფერო სიახლეებს.

მანუელ ლოკატელის თაობაზე იუვენტუსს აჩქარება მართებს, რადგან სხვადასხვა მედია საშუალების მტკიცებით საქმეში ჩართვას ლივერპული გეგმავს.

თუ არსენალთან მიმართებაში ლოკატელის მტკიცე პოზიცია უკავია, ჯერჯერობით უცნობია ლივერპულის დაინტერესებაზე რა რეაქცია აქვს. ფაქტია, რომ ამ ორ კლუბს შორის კლასში სხვაობა დიდია და მიზნებიც შესაბამისად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

იუვენტუსი მოლაპარაკებებს აჭიანურებს და ცდილობს სასუოლო რაც შეიძლება ქვემოთ ჩამოიყვანოს სატრანსფერო ფასის თვალსაზრისით. კარნევალე კი მტკიცედ დგას და აცხადებს, რომ თანხა ტურინისთვის ცნობილია და დაკლებას აღარ აპირებს.

პარალელურად პაულო დიბალასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ წყდება.. იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა უახლოეს პერიოდში კონტრაქტის თემა ვერ მოაგვარეს, მაშინ ფედერიკო კერუბინი პოტენციური მყიდველის ძიებას დაიწყებს.

სხვათაშორის დრეს სავარაუდო ალტერნატივებიც დასახელდა და ერთ-ერთი მადრიდის ატლეტიკოს შემტევი ჟოაო ფელიშია..

დიბალას სიტუაციას კი ყურადღებით აკვირდება მადრიდის რეალი.. ბარტერი? დიახ, არ არის გამორიცხული, მითუმეტეს დღეს ტონი კროოსისადმი ინტერესზე დაიწერა.. თითქოს და იუვეს მესვეურები მის აგენტს შეხვდნენ.. ეს ინფორმაცია პაულო პაგანინიმაც დაადასტურა.

მირალემ პიანიჩის საგა გრძელდება და ბოსნიელი ტურინს უახლოვდება. ბარსა მისი გაშვების წინააღმდეგი ოდნავადაც არ არის.. ტურინს კი სურს, რომ ანაზღაურების ნახევარი კატანოლიელებმა გადაიხადონ, რაც ესპანელები ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

არ წყდება საუბარი დანიელე რუგანისთან მიმართებაში. მაურისიო სარის მისი თავისთან ხილვა სურს.. გამოცდილი სპეციალისტი იტალიელ მცველთან ჯერ კიდევ ემპოლიში ყოფნის დროს მუშაობდა და მისი შესაძლებლობები კარგად მოეხსენება.

მერიჰ დემირალი და ატალანტა ერთმანეთს შორდებიან, რადგან ბერგამოელები ლოვატოს დამატებაზე გადაერთვნენ და წესით ტრანსფერს მალე გააოფიციალურებენ. ალტერნატივად ტოტენჰემი და ბორუსია რჩება. ტურინი მის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს.

კაიო ჟორჟთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ბრაზილიელის კონტრაქტთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებმა იჩინოს თავი.

საქმე იმაშია, რომ სანტოსთან ჟორჟმა ხელშეკრულება 16 წლის ასაკში მოაწერა და ფიფას წესდების თანახმად, მას უფრო გრძლევადიანი შეთანხმების გაფორმება ეკრძალება. თუმცა, სანტოსის მესვეურები ირწმუნებიან, რომ შეთანხმება 2023 წლის ივნისამდეა, რაც პროცეს მეტად ართულებს.

სანტოსი კაიოს 15 მილიონად აფასებს, მაშინ როდესაც იუვე კი აგრძელებს კონსულტაციებს, მაგრამ ბრაზილიური კლუბის მოთხოვნებს ნამდვილად არ დააკმაყოფილებს.

ჯორჯო კიელინის კონტრაქტზე არანაირი პრობლემა არ არსებობს.. ერთადერთი რაც შესათანხმებელია თავად ხელშეკრულების ვადაა. კიელინის მუნდიალზე ასპარეზობა სურს და ერთ წლიანი შეთანხმება ამ ყველაფერს არ ყოფნის.. ასე რომ მხარებმა 1+1 კონტრაქტი უნდა გააფორმონ.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x