ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”პიანიჩი? რემზის შეუძლია რეჯისტაზე თამაში”

ბერლუსკონის თასსზე იუვენტუსმა მონცა დაამარცხა და მატჩის შემდეგ ჟურნალისტები მაქს ალეგრის ესაუბრნენ, რომელმაც ცალკეულ მოთამაშეებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

მირალემ პიანიჩი? ბოსნიელი ბარსელონას მოთამაშეა და სხვა კლუბის ფეხბურთელზე საუბარი არა ეთიკურია. მითუმეტეს ჩვენ აარონ რემზი გვყავს, რომელსაც კარგი მოედნის ხედვა, გეომეტრია და შესაბამისი ტექნიკური არსენალი აქვს, რისი დამსახურებითაც შეუძლია მაღალი დონის რეჯისტად ჩამოყალიბება.

ნამდვილად მომეწონა ის თუ როგორ მოქმედებდა დაცვის წინ.. ვფიქრობ, შევძლებთ მის დარწმუნებას ამ პოზიციაზე გაირჯეს.. მითუმეტეს რეჯისტას ბევრი სირბილი არ დაჭირდება. 

ნიკოლო ფაჯიოლის პროგრესი მკაფიოდ ჩანს. მან კარგი მეორე ტაიმი გამართა და ახლა კლუბთან ერთად გადავწყვეტთ მის მომავალს.

დეიან კულუსევსკი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ბევრ ასპექტში ესაჭიროება მომატება.. განსაკუთრებით დამამთავრებელ ფაზაში. 

სხვა ახალგაზრდები? ჩვეულებრივი მომენტია, რომ მათ გამოცდილება არა აქვთ. არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც ცივსისხლიანობა უნდა მოიპოვონ და მეტი აგრესიით გააგრძელონ თამაში.

კრიშტიანო რონალდუ ჩვეული ენთუზიაზმით დაგვიბრუნდა. პაულო დიბალას კუნთებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა, თუმცა ბარსელონასთან მატჩისთვის წესით და რიგით მწყობრში იქნება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x