ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ბარძალი დიბალაზე, დე ლიხტზე, ალეგრიზე, პირლოზე…

ანდრეა ბარძალი

ტუტოსპორტმა ანდრეა ბარძალისთან ვრცელი და ძალზედ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იტალიელი მცველი სხვადასხვა საკითხს შეეხო:

მატეის დე ლიხტი ყველას გვიმტკიცებს, რომ მომავლის მცველია.. მომავლის მცველში ვგულისხმობს მოთამაშეს, რომელიც პოზიციის ევოლუციას ახორციელებს და თან წარმატებით.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც შენში 75 მილიონს იხდიან წნეხი თავისთავად იქნება.. შეცდომები იყო, მაგრამ მან შესაშური სიმშვიდით გაიარა ბეწვის ხიდზე და ახლა ჰოლანდიის ნაკრებსა და იუვეში უმაღლეს დონეს აჩვენებს! მის ასაკში სერია ც-ში ვთამაშობდი. 

პაულო დიბალას ისტორია მარტივად გამოიყურება. არგენტინელმა ყველაფერი თავის თავში უნდა გადახარშოს და კარიერაში დიდი ბიძგი შეიტანოს. აბსოლუტურად სხვა ხედვით, მენტალობით და ამბიციით უნდა გამოვიდეს მოედანზე, რადგან ეს სეზონი გადამწყვეტია. 

საფეხბურთო სამყაროში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა.. ისინი თამაშის მიმდინარეობისას ხან ჩართულები არიან, ხანაც პროცეს ეთიშებიან.. ცოტაა ისეთი რომლებიც განსაკუთრებულის სტატუს ატარებენ.. დიბალას ნიჭიდან გამომდინარე, ჯობს ყველაფერი კარგად გაანალიზოს და სწორი ბალანსი იპოვოს! განსაკუთრებულობაში არ იგულისხმება ის, რომ გოლი ხმამაღლა აღნიშნოს, პარტნიორებს უყვიროს ან ემოციები უფრო ღიად გამოხატოს.. მან ლიდერის ფუნქცია უნდა ითავოს და კლუბისგანაც ხელშეწყობა ესაჭიროება. მწვრთნელმა ფსონი მასსზე გაკეთა და ეს დიბალას ყველამ უნდა აგრძნობინოს!

მაურისიო სარისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე და ის არ ყოფილა მიზეზი რის გამოც იუვენტუსიდან წავედი. მქონდა შანსი დავბრუნებულიყავი, მაგრამ ასეთი წინადადების დროს, შენში რაღაც უნდა გაჩნდეს და ასე არ მოხდა.

მოხარული ვარ სიმონე პაოდინის გამო. იგი საქმეს კარგად გაუძღვება! რაც შეეხება სარის საკითხს, მასთან ფეხბურთზე საუბარი სასიამოვნო იყო.. აქვს თავისი ხედვები და იუვეში უბრალოდ არ გაუმართლა. თუმცა, ტურინი მაინც გამარჯვებულმა დატოვა.

ანდრეა პირლოს ადგილზე მეც იდენტურ გადაწყვეტილებას მივიღებდი, რადგან ასეთი შანსი იშვიათად გეძლევა და მასსზე უარის თქმა დანაშაულია. რაც არ უნდა იყოს ორი ტიტული მოიგო და ნუ დაგავიწყდებათ კორონა ვირუსისგან შექმნილი მძიმე მდგომარეობა.. ზოგჯერ ადამიანები ზედმეტად კრიტიკულები ვართ.

იტალიაში საინტერესო სეზონი გველის.. სპალეტი ნაპოლიში, ინძაგი ინტერში.. მოურინიო რომაში.. ალეგრი კი ტურინში დაბრუნდა, რისი დამსახურებითაც იუვენტუსი კვლავინდებურად სკუდეტოს მაძიებელთა რიგებში დაბრუნდა. 

ალეგრი ტიპიური მწვრთნელებისგან შორს დგას.. ყველაზე მძიმე, სტრესულ პერიოდში პოულობს წამებს რათა სიტუაცია იუმორით განმუხტოს. დიახ, ეს მისი ძალაა! ხშირად იმეორებს, რომ მწვრთნელის პროფესია ხელოვნების მიმართულებაა და იმპროვიზაციას საჭიროებს.

პოზიცია? მითხრა, რომ სამი მცველით ვითამაშებდით, მაგრამ პრაქტიკაში მარჯვენა მცველის როლს ვირგებდი.

მანჯუკიჩის პოზიცია ხომ გახსოვთ? 4-2-3-1 სქემაში მარცხენა ვინგერზე ირჯებოდა.. იგუაინის არ ყოფნაში ხორვატს ცენტრში შეწევა თხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. მას სულით ხორცამდე სწამდა, რომ სწორედ იქ უნდა ეთამაშა.. აი ასეთია ალეგრი.. გარწმუნებს, გაჯერებს და შენგან მაქსიმუმს იღებს! ეს უფრო მეტია ვიდრექ ტაქტიკური ნიუანსები. სწორედ ამიტომაც არსებობენ ტოპ კლუბებისთვის მსგავსი ტოპ მწვრთნელები, ხოლო დანარჩენებისთვის დანარჩენი სპეციალისტები..”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Chielo
Chielo
2 years ago

კიეზა რონალდუ დიბალა. მშვენიერი შეტევას პლიუს მორატა და კაიო. აი ნახევარდაცვაში მაგარი დასალაგებელია.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x