ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”იუვე ბარსა, ყოველთვის იქნება იუვე ბარსა!”

გთავაზობთ მაქს ალეგრის პრესკონფერენციას, რომელიც ბარსელონასთან მატჩს დაეთმო. შეგახსენებთ, რომ ხვალ გუნდები ერთმანეთს წინასასეზონო მომზადების ფარგლებში შეხვდებიან:

“სერია ა-ს დაწყებამდე მომავალ კვირაში ატალანტასთანაც გვიწევს დაპირისპირება. ბუნებრივი ამ ორ დიდებულ გუნდთთან დაგეგმილი მატჩები კარგად დაგვანახეს, რა კონდიციებში შევხვდებით მოახლოებულ სეზონს.

ბიჭებისგან პოზიტიური მიდგომა დავინახე, რაც კარგ განწყობას მიქნის. ახლა მთავარია ვნახოთ ვინ როგორ ფორმაშია.. დაწყებული მათგან ვინც პირველსავე დღიდან იყო ბაზაზე და გაგრძელებული მოთამაშეებით, რომლებიც ბოლოს შემოგვიერთდნენ.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თუ რა რანგის მატჩია, როდესაც ერთმანეთს იუვენტუსი და ბარსელონა ხვდებიან.. ეს ყოველთვის იქნება იუვე და ბარსელონა!

მთავარი რისი ხილვაც მსურს არის გუნდურობა.. ფუნდამენტური რამ გახლავთ, რის გარეშედაც საქმე სასურველ შედეგამდე ვერ მივა. ეს არ იქნება ექსპერიმენტი, მაგრამ გარკვეული მოთამაშეების პროგრესის დაფიქსირება თითოეულის მიზანია.. შესაბამისად, რამდენიმეს თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

პაულო დიბალას ვესაუბრე და ერთად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მატჩს ის გამოტოვებს.. დამატებით ორ დღიანი საწვრთნელი პროცესი გავუწერეთ, რომელიც ტრავმის შემდეგ მის ფიზიკურ კონდიციებს გააუმჯობესებს. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ვიღაცას მეტი ენერგია აქვს, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ დრო უმეტესობას მიეცემა.

ტაქტიკური სქემა თითქმის ჩამოყალიბებულია და მოთამაშეებმა ზუსტად იციან საკუთარი როლი.. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ორ მოდულზე ვფიქრობ და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი მახასიათებლების მქონე მოთამაშეები მეყოლებიან.

გუნდს ზოგადად დადებით შეფასებას მივცემდი.. ორი ტიტული, კვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგაზე.. ანდრეა პირლომ კარგი ფუნდამენტი დატოვა და ახლა ჩემი შეხედულებისამებრ შევეცდები დეტალების გაუმჯობესებას, რომელიც დიდ მსხვერპლს მოითხოვს და მუხლჩაუხრელ შრომას. 

ახალგაზრდები? კულუსევსკისგან დაწყებული დე ლიხტით გაგრძელებული.. კარგი ბიჭები არიან დე ვინტერი და რანოკიაც. გულწრფელად ვუთხარი, რომ ყველაფერი მათზე და მათ ამბიციებზეა დამოკიდებული.. წლევანდელი სეზონი განვითარებისთვის იდეალური საშუალებაა და ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x