ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”პირველი შეხვედრა უკვე შედგა”

დღეს პაულო დიბალას აგენტი იუვენტუსის ხელმძღვანელობას შეხვდა და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მხარეებს შორის პოზიტიური დიალოგი შედგა.

მეორე შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება და ჯერჯერობით ყველანი ოპტიმისტურ განწყობას ინრჩუნებენ.

მიმდინარე კონტრაქტით დიბალა ტურინში 7.5 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო ახალი შეთანხმებით ეს ციფრი 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხოლო ხანგრძლივობა 2025 წლამდე გასტანს. თუმცა, ხელშეკრულებაში იდება პუნქტი, რომლის თანახმადაც არსებული შეთანხმებით მხარეები თანამშრომლობას კიდევ ერთი წლით გააგრძელებენ.

ერთადერთი რაც მაურისიო არივაბენეს და ფედერიკო კერუბინის არ მოეწონათ, არის დიბალას აგენტის მოთხოვნა ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის შეტანასთან დაკავშირებით. არგენტინელის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ეს ციფრი 40-50 მილიონს უნდა შეადგენდეს, მაშინ როცა ტურინს ეს პირობა საერთოდ არ ესიმპატიურება და მინიმუმ 70 მილიონზე დათანხმდება.

მაქს ალეგრის ტურინში დაბრუნებამ დიბალასთან დაკავშირებით კლუბის პოზიცია რადიკალურად შეცვალა და აქედან გამომდინარე იუვე მოწადინებულია მის შენარჩუნებაზე.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x