ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი:”ნომერი 20? ცვლილებების დრო დადგა”

ფედერიკო ბერნარდესკი ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული დამაჯერებელ თამაშს აჩვენებს და თავი არც ატალანტასთან შეხვედრაში შეურცხვენია, სადაც მაქს ალეგრიმ იტალიელი მეცალას პოზიცია გაამწესა და სხვა ყველაფერთან ერთად ფედემ ეფექტური გოლიც გაიტანა:

“დიახ, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ! შესაძლოა სეზონის ამ ეტაპზე დაღლას ვგრძნობ მატჩის შემდეგ, თუმცა სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ვართ და ყველაფერი ეტაპობრივად მოვა.

20 ნომრიანი მაისური? ეს ჯერ კიდევ ინსტაგრამზე დავწერე, რომ ზაფხულში ჩემს ცხოვრებაში და ვფიქრობ ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რაც არასდროს დაგვავიწყდება. ახლაც კი როდესაც ევროპის ჩემპიონატს ვიხსენებ ემოციების შეკავება მიჭირს, რადგან ასეთი ბედნიერება დაუვიწყარია! ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ და მეც მივხვდი, რომ აქ ცვლილებები უნდა დაწყებულიყო.. ამიტომაც მიმაჩნია ეს ნაბიჯი სწორი.

ვგრძნობ თუ არა განსხვავებულ თავდაჯერებულობას? დიახ! ეს ის პასუხია, რომელზედაც ახლა ყველა იტალიელი ფეხბურთელი თამამად გაგცემთ პასუხს.. საჭირო იყო ცვლილებები და ჩვენ ეს შევძელით, თან საუკეთესო კუთხით! თითქოს პროგრესი მივიღეთ და ჩვენი, იტალიური სტილი მოვარგეთ რამაც საუკეთესო შედეგამდე მიგვიყვანა.

ატალანტა? ტემპი კარგი იყო.. შეცდომები ლოგიკურია, მაგრამ მთავარი რაც გამოჩნდა იყო გუნდური სულისკვეთება და ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწვდენა.. გასულ წლებში ეს ფაქტორები ნამდვილად გვაკლდა..

ჩემი როლი მოახლოებულ სეზონში? მომწონს ბურთთან ხშირად შეხება და თამაშის ცენტრში ყოფნა. თუმცა, დაცვაში თამაშსა და პარტნიორებისთვის დახმარება ასევე მსიამოვნებს. მთავარია რომ სოლიდურად გამოვიყურებოდეთ და ამ სეზონში იუვენტუსი დიდი ალბათობით შეძლებს დაიბრუნოს ის, რაც დაახლოებით 2-3 წელია დაკარგული ქონდა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x