ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები | იუვე 3-1 ატალანტა

ატალნტასთან მიღწეული გამარჯვების შემდეგ ლა სტამპამ ტრადიციულად შეფასებები გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

შესნი – 6 – ეს არ იყო იმ ტიპის შეხვედრა, სადაც სეივს სეივზე გააკეთებდა მაგრამ პოლონელი საოცრად კონცენტრირებული და საიმედო ჩანდა. 11 მეტრიანთან მიმართებაში უძლური იყო.

კუადრადო – 6.5 – სადაც არ უნდა ითამაშოს ალეგრის ხელმძღვანელობით, ხუანი ყველგან პროდუქტიული იქნება.

ბონუჩი – 6 – არ ბრწყინავდა, თუმცა მისი ყოფნა სოლიდურობას ქმნის. სწორედ მან დაარღვია თამაშის წესები, რომელიც გოლად მურიელმა გარდასახა.

დე ლიხტი – 6.5 – პარტნიორზე უკეთ გაირჯა და რიგ ეპიზოდებში გუნდი თავისტკივილს ააცილა.

ალექს სანდრო – 6.5 – ნაყოფიერი თამაში როგორც უკანა ხაზში, ასევე შეტავაშიც, რაც სეზონის სტარტზე ოპტიმისტურ განწყობას ქმნის.

პელეგრინი – 71 წუთიდან – 6.5 – კარგად ჩაერთო შეხვედრაში და მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა.

რემზი – 6.5 – განსაკუთრებულად კარგია როცა მისი გუნდი უბურთოდ არის.. 3-4 ეფექტური ართმევა.. კონტროლის თვალსაზრისით მოსამატებელი აქვს.

ბენტანკური – 7 – ალეგრისთან ურუგვაელი ყოველთვის დამაჯერებლად ირჯებოდა და ახლა, როდესაც მაქსი დაბრუნდა, მასთან ერთად როდრიგოც აღზევდა.

ბერნარდესკი – 7 – აბსოლუტურად განსხვავებული.. ბევრი ბრძოლა, ჭკვიანური სვლები და ფანტასტიკური გოლი! ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბერნარდესკი მეტად თავდაჯერებული და ცივსისხლიანია.

დე შილიო – 61 წუთიდან – 6 – მატიას შემოცვლით სათამაშო მოდული იცვლება, ეს კი გუნდისთვის დამატებითი პლიუსია. თავად კი არც არაფერი გაუფუჭებია და არც არაფერი შეუქმნია.

კიეზა – 6 – ჩვეულად არ ბრწყინავდა, მაგრამ რამდენიმე სოლო რეიდი შემოგვთავაზა.. პლიუს საგოლე გადაცემა დიბალაზე!

დიბალა – 7.5 – დაბრუნდა! 11 000 ქომაგის წინაშე არგენტინელმა ცეცხლი დაანთო! გოლი და ფეერიული თამაში ლა ჯოიას შესრულებით.

მორატა – 52 წუთიდან – 6.5 – როგორც ბარსასთან შეხვედრაში, ჩანს რომ კარგ ფიზიკურ კონდიციებშია და თამაშისგან სიამოვნებას ღებულობს. გოლის გარდა ესპანელმა ბევრი დადებითი მოქმედებით დაგვამახსოვრა თავი.

რონალდუ – 6 – შორს არის იდეალური ფორმისგან.. რამდენიმე მოქმედება აქტივში შეიტანა, მაგრამ მისგან მეტს ველით.

მაკენი – 6 – 61 წუთიდან – აგვიანებდა.. უდინეზესთან დისკვალიფიცირებულია, ამიტომაც ამერიკელს ემპოლისთან თუ ვიხილავთ.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
2 years ago

მარტო მე მეჩვენება რომ რონალდო ზედმეტია გუნდში?! რას ქუსლაობს და ბალერონობს,ვინღა ტყუვდება მაგით!ააცმევინონ რა ბლიაწ!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x