ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი:”მენდეში ბევრს ეცადა..”

პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი ლუკა მარკეტი კრიშტიანო რონალდუს საგას ეხმაურება:

“რონალდუს გუშინდელი ინტერვიუ დაფუძნებული იყო უფრო მეტად წყენაზე, ვიდრე სიტუაციის ჯანსაღად აღქმაზე.

საქმე იმაშია, რომ ჟორჟ მენდეში მთელი ორი თვის განმავლობაში, მის ტრანსფერს უშედეგოდ ცდილობდა. პოპულარულმა აგენტმა მაქსიმალურად აამუშავა საკუთარი კავშირები და რონი ყველა წამყვან ევროპულ კლუბს შეთავაზა.

თუმცა, არცერთი მათგანი არ დაინტერესდა ამ ვარიანტით, რამაც რონალდუს განაწყენება გამოიწვია. შედეგი? თავადაც იხილეთ პოსტი, სადაც ამჟამინდელი კლუბი ერთხელაც კი არ უხსენებია და ძირითადათ აქცენტი სხვა ასპექტზე ქონდა მოხდენილი.

არის თუ არა მისი წასვლის შანსი? ნაკლებად, რადგან პსჟ-მ მოახერხა მბაპესთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო დანარჩენ კლუბებს ახლა ნამდვილად არ სურთ 36 წლის ფეხბურთელის გაფორმება, რომელიც სეზონში 31 მილიონს ღებულობს.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x