ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”მიზეზი რის გამოც იუვე მაკენის გაყიდვას აპირებს”

იტალიური მედიის მტკიცებით იუვენტუსის სატრანსფერო კამპანია მანუელ ლოკატელის დამატებით არ მორჩენილა.

მაქს ალეგრი დაჟინებით ითხოვს მირალემ პიანიჩის დამატებას და შედეგად, ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს გარკვეული ოპერაციების ჩასატარებლად.

ყველას კარგად ესმის, რომ ბოსნიელის ტურინში დაბრუნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური თუ ბიანკონერის რომელიმე შუახაზელი დატოვებს.

აარონ რემზი ყველაზე სასურველი იყო, მაგრამ უელსელის თაობაზე იუვეს წინადადება არ მიუღია და აქედან გამომდინარე, ეს ვარიანტი ნაკლებ მოსალოდნელი ხდება.

სამაგიეროდ ბოლო ხანებში ხშირად გვხვდება უინსტონ მაკენის გვარი.. კონტინასაზე წამოსული ცნობების თანახმად, ამერიკელს არა აქვს ის მახასიათებლები, რომელიც ალეგრისთვის ასე საჭიროა. შესაბამისად კომენტარი “სეზონში მინიმუმ 10 გოლი” – როგორც ჩანს მის შემთხვევაში მწვრთნელისთვის საკმარისი არ არის..

კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც მაკენიმ შესაძლოა დატოვოს შავ-თეთრი კლუბი ერთი წლის შემდეგ, არის სატრანსფერო მოთხოვნა რომელიც მის თაობაზე ხორციელდება. დიახ, დღეისათვის უინსტონია ის მოთამაშე, რომელთან მიმართებაშიც იუვემ არაერთი წინადადება მოისმინა.

სპორტმედიასეტის ცნობით თუ ფედერიკო კერუბინი ახალგაზდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, მაშინ მას წასვლის საშუალებას მიცემს. ეს სვლა კი პიანიჩს ტურინში ჩაიყვანს, რომლის ხელში ჩასაგდებად ბოლო ხანებში ინტერი გააქტიურდა.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x