ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია პირველი ტურისთვის საორიენტაციო შემადგენლობას ასახელებს

მართალია ჯერჯერობით არც წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართულა და მაქს ალეგრის არც განაცხადი შემოუთავაზებია უდინეზესთან მატჩისთვის, თუმცა წამყვანი იტალიური გამომცემლობები როგორებიც არიან გაძეტა, კორიერე და ტუტოსპორტი უკვე ამ ეტაპზე გვთავაზობენ საორიენტაციო სასტარტოს.

საგულისხმოა, რომ კლუბში მაქსის მოსვლის შემდეგ იუვემ რამდენიმე ტესტ მატჩი ძირითადათ 4-3-3 სქემით წარმართა, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა ფლანგებს და დაცვის წინ მყოფ მოთამაშეს, რომელიც პასუხისმგებელია ტემპის შენარჩუნებაზე, სწრაფ ვერტიკალურ მოქმედებებზე და ასევე უბურთოდ ყოფნისას აგრესიულ პრესინგზე.

შესაბამისად, შემადგენლობა სწორედ ამ ნიუანსებიდან გამომდინარეა დასახელებული..

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს ვიხილავთ, რომელიც დიდი ალბათობით შეშლილის ეპოქაშიც იმავე როლში მოგვევლინება.. ცენტრალურ დუეტს მატეის დე ლიხტი და ლეონარდო ბონუჩი შეადგენენ, ხოლო მარცხნივ ალექს სანდრო გაირჯება.

შუახაზში მანუელ ლოკატელის პირველსავე მატჩში გამოჩენას ნაკლებად უნდა ველოდოთ.. ყოველ შემთხვევაში პირველივე წუთებიდან მაინც. რეჯისტას როლში აარონ რემზის ვიხილავთ, რომლის მარჯვნივ როდრიგო ბენტანკური იმოქმედებს, ხოლო მარცხნივ ფედერიკო ბერნარდესკი.. იტალიელის გარჯა მეცალაზე მაქს ძალიან მოეწონა და იტალიელი ამ როლში გააგრძელებს ასპარეზობას.

შემტევ ტრიოს კარგ ფორმაში და ახალი ენერგიით შევსებული პაულო დიბალა, ფედერიკო კიეზა და ჯერჯერობით ისევ უხასიათოდ მყოფი კრიშტიანო რონალდუ დააკომპლექტებენ.

სხვათაშორის რონალდუსთან მიმართებაში მცირეოდენი კითხვის ნიშნებია.. მაქს მოეწონა გუნდის მოქმედება მის გარეშე.. კულუსევსკი, დიბალა და მორატა კარგად მოქმედებდნენ, თუმცა უდინეზესთან შეხვედრაში რომელიც ჩემპიონატის პირველი დაპირისპირება გახდება, ძნელად წარმოსადგენია ალეგრიმ ექსპერიმენტები დაიწყოს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
2 years ago

მიდი მაქს გაააჯმ….. მაგ მტირალა სირბანჯოს სასტავიდან!!!იქნება მიხვდეს და წავიდეს!!!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x