ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის გეგმა რონალდუს მემკვიდრესთან დაკავშირებით

კრიშტიანო რონალდუს საგა ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. პორტუგალიელს კლუბის დატოვება სურს, მაგრამ რიგი გარემოებებიდან გამომდინარე ახლა ამის გაკეთება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

შესაბამისად, კრიშტიანო მიმდინარე სეზონს ტურინულ გრანდში გაატარებს, რის შემდეგაც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მის შემცვლელზე ფიქრს ბიანკონერი უკვე ახლავე იწყებს და იგი შესაძლოა ფლორენციაში მყოფი დუშან ვლაჰოვიჩი გახდეს, რომლის მიმართ ევროპული გრანდების ყურადღება საკმაოდ არის გაზრდილი.

22 წლის შემტევის დამატებით მანჩესტერ სიტი, ინტერი და მადრიდის ატლეტიკო ინტერესდებიან. თუმცა, შესაძლოა ნიჭიერმა ფეხბურთელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღოს და კარიერა ფლორენციაში გააგრძელოს.

ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და დუშანი განიხილავს ვარიანტს იებთან არსებული კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივოს, რის შემდეგაც კლუბს 2022 წელს დატოვებს.

იუვენტუსი სიტუაციას დეტალურად აკვირდება და მზად არის სწორედ ვლავოვიჩზე გააკეთოს ფსონი როგორც რონალდუს შესაძლო შემცვლელზე.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x