ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რას თავაზობენ და რას ითხოვს – სიტუაცია დიბალას კონტრაქტზე

მომავალ კვირას პაულო დიბალას კონტრაქტზე მოლაპარაკებები გაგრძელდება – ამ ინფორმაციას გაძეტა დელო სპორტი აქვეყნებს.

მხარეებს შორის ბოლო ხანებში ორჯერ შედგა შეხვედრა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპამდე ვერ მოხერხდა.

იუვენტუსს მტკიდეც აქვს გადაწყვეტილი არგენტინელის გუნდში დატოვება. მაქს ალეგრისთვის კი ლა ჯოია ახალ ტაქტიკურ სქემაში ცენტრალურ ფიგურად მოგვევლინება.

ახლა მთავარია ფინანსური მხარე მოგვარდეს, რომელიც თითქოს და არ უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას ციფრებიდან გამომდინარე, რომლებიც ერთმანეთის სიახლოვეს დგანან.

იუვენტუსის თავის მომავალ კაპიტანს სეზონში 8 მილიონს და ბონუსებს თავაზობს.. კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 2025 წლამდე იქნება გათვლილი.

თავის მხრივ სამხრეთ ამერიკელის გარემოცვას 5 წლიანი შეთანხმება და სეზონში 10 მილიონი სურს.

შეგახსენებთ, რომ პაულოსთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე არის გაფორმებული და შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობით კონტრაქტის კუთხით, ეს მისი ბოლო სათამაშო წელიწადია ტურინელთა რიგებში.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x