ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”რონალდუ სასტარტოში იქნება, ხოლო დიბალა..”

ხვალ, ჩვენი დროით 20:30 -ზე იუვენტუსი სერია ა-ს პირველი ტურის შეხვედრაში სტუმრად უდინეზეს დაუპირისპირდება. გთავაზობთ მაქს ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ კონტინასას საწვრთნელ ბაზაზე შედგა:

“ჩვენ ვხვდებით კარგად ორგანიზებულ გუნდს, რომელმაც შარშანდელ სეზონში კუთხურიდან გოლი არ გაუშვია და საერთოდაც დაცვის ხაზში საიმედოდ გამოიყურება.

პირველი შეხვედრა იოლი არავისთვის არის, მითუმეტეს ისეთ გუნდთთან, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად მოქმედებს. შესაბამისად მოგვიწევს მოთმინებით და ყურადღებით მოქმედება.

აარონ რემზი დღითი დღე უფრო და უფრო კარგ შედეგს გვაძლევს. მისი გადაყვანა რეჯისტას პოზიციაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ახლა მას ნაკლები მანძილის დაფარვა უწევს და დაკისრებულ მოვალეობას ეფექტურად ასრულებს.

კრიშტიანო რონალდუ უდინეზესთან შეხვედრაში სასტარტოში იქნება. გასული კვირა მძიმე გამოდგა და აქედან გამომდინარე მას დასვენების საშუალება მივეცი. პორტუგალიელის გუნდში ყოფნა დიდი ძალაა, რადგან იგი გოლების გარანტიას იძლევა. წავა თუ არა? ჩვენთვის ერთხელაც არ დაუფიქსირებია მსგავსი სახის სურვილი.

მანუელ ლოკატელის დამატებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის სასურველ კონდიციებში. ვფიქრობ, დაახლოებით 10 დღე დაჭირდება რათა ფიზიკური სიტუაცია სათანადო დონეზე მოიყვანოს. უდინეში ჩვენთან ერთად გაემგზავრება და თუ სიტუაციიდან გამომდინარე მისი თამაში ჩართვა საჭირო გახდა, შესაძლოა რამდენიმე წუთი დავუთმოთ.

ფავორიტი? ტრადიციულად ვინც სკუდეტოს მფლობელია და აქედან გამომდინარე მიზნისკენ ნაბიჯ ნაბიჯ უნდა მივიდეთ. თუ მარტში სატურნირო ცხრილის სათავეში ან სიახლოვეს ვიქნებით, გამოდის რომ ბალანსის პოვნა მოვახერხეთ.

პაულო დიბალა? მე ის არგენტინელი ვნახე, რომელიც ტურინში თავის დროზე მოვიდა და პირველი სეზონისთვის ემზადებოდა. თავადაც ესმის, რომ გასული ორი წელი მისი პოტენციალიდან გამომდინარე საკმაოდ სუსტად ჩაატარა. ყველაფერი აქვს, რათა სათანადო დონეზე წარმოაჩინოს შესაძლებლობები და ამისთვის ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვა არის საჭირო. თუ იგი სასტარტოში იქნება, მაშინ კაპიტნის სამკლაური მისი გახდება.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x