ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”დაუშვებელია მსგავსი გოლების გაშვება”

იუვენტუსმა სერია ა შედეგიანი ფრით დაიწყო. პირველ ტაიმში დიბალას და კუადრადოს გოლებით ბიანკონერი დამაჯერებლად გავიდა წინ, თუმცა მეორე ნახევარში პოლონელი კარის დარაჯის მხრიდან დაშვებული ორი შეცდომის გამო საბოლოო ანგარიში 2-2 დაფიქსირდა.

მაქს ალეგრის თქმით ეს მისი ფეხბურთელებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება:

“კარგია, რომ ეს პირველ დღეს მოხდა და ახლა ბევრ ასპექტზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება.

პირველ ტაიმთან შედარებით, მეორეში ბურთს უფრო ხშირად ვკარგავდით. აარონ რემზის თამაშით უკმაყოფილო არ დავრჩი, მაგრამ რიგ ეპიზოდებში სიტუაციის სხვაგვარად წარმართვა გვმართებდა.

მანუელ ლოკატელის თამაში შეუძლია, როგორც მეცალაზე ასევე გამთამაშებლად.. კრიშტიანო რონალდუს მატჩის დაწყებამდე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩებოდა, ხოლო მატჩის მიმდინარეობისას მინდორზე აუცილებლად შევიყვანდი.

გუნდმა თავი კარგად დაიცვა, რადგან უდინეზეს კარში ერთხელაც არ დავარტყმევინეთ.. ასეთ გოლებს კი არ უნდა ვუშვებდეთ.. შესნი კარგი მეკარეა და ეს სიტუაციები სხვაგვარად უნდა გავშიფროთ.. არის მომენტები, როდესაც ბურთის მოგერიებას ხაზის მიღმა არ უნდა ვერიდებოდეთ.

წინ ბევრი მატჩია და ახლა მთავარია სწორად ჩამოვყალიბდეთ 5 ცვლილებაზე. ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო.. საჭიროა ანალიზი არის თუ არა საერთოდ საჭირო ყველა ცვლილების გამოყენება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x