ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი სატრანსფერო სიახლეებს გვიზიარებს

ლუკა მარკეტი

ლუკა მარკეტი ტურინელთა სატრანსფერო ბაზარზე და განსაკუთრებით კრიშტიანო რონალდუზე:

“ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ცნობა, რომლის თანახმადაც რეალმა კილიან მბაპეს სანაცვლოდ 160 მილიონის გაღება გადაწყვიტა, არადა ფრანგს პარიზელებთან სულ რაღაც ერთ წლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი. 

პსჟ-მ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არ აპირებს ფეხბურთელთან დამშვიდობებას, რაც კრიშტიანო რონალდუს ამ კლუბში გადასვლას წერტილს უსვამს.

ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება რონალდუ აღმოჩნდეს მანჩესტერ სიტია.. ინგლისელებმა ჟორჟ მენდეშს ერთი თვის წინ უარი უთხრეს, თუმცა დაახლოებით 24 საათის წინ კონკრეტული ინფორმაცია გამოითხოვეს. მათ აინტერესებთ ოპერაციის ფინანსური ანალიზი..

სიტი არ გეგმავს თანხის გადახდას, რაც იუვენტუსის გეგმებში საერთოდ არ შედის.. ერთადერთი რასაც ბრიტანელები განიხილავენ არის თავისუფალი აგენტით გაფორმება, ხოლო იტალიელები რონალდუში მინიმუმ 30 მილიონს ითხოვენ.

არსებული სურათიდან გამომდინარე, კრიშტიანოს ტურინიდან წასვლა 1%-ზე ქვემოთ არის, რადგან დრო მცირეა და იუვე თავის მხრივ ფიზიკურად ვერ მოასწრებს ალტერნატივის მოძიებას და მომენტალურად გაფორმებას.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x