ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”რონალდუმ წასვლის სურვილი გუშინ დააფიქსირა”

მაქს ალეგრი

მაქს ალეგრიმ ემპოლისთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ ჩვენი დროით 22:45 -ზე გაიმართება, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

ბუნებრივია უმეტესწილად მას კრიშტიანო რონალდუზე მოუწია საუბარი:

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რონალდუს გუშინ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ კლუბის დატოვებას აპირებს. აქედან გამომდინარე ტოვებს დღევანდელ საწვრთნელ სესიას და არ იქნება ემპოლისთან შეხვედრის განაცხადში. 

ბიჭებისთვის არის თუ არა ეს გამოწვევა? პასუხისმგებლობას თითოეული მათგანი გრძნობს და ახლა მთავარია ახალგაზრდებმა მოუმატონ რისი პოტენციალიც ნამდვილად აქვთ.

მოიზე კინი? იტალიელი უკვე თამაშობდა ჩვენთან, მაგრამ უმჯობესია არსებულ ფეხბურთელებზე ვისაუბროთ, რადგან ახლა ასე შეგიძლიათ უამრავი გვარი ჩამოთვალოთ, მაგრამ პასუხს ვერცერთ მათგანზე ვერ გაგცემთ.

ჩემი ფიქრები ემპოლისთან მატჩზეა კონცენტრირებული, რადგან უდინეში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ამიტომაც ველოდები, რომ გუნდი მოედანზე აგრესიულად იმოქმედებს.. ის რაც მოხდა მოხდა და ამას ვერაფერი შეცვლის, თუმცა კარგი გაკვეთილი იყო, რომელიც უნდა დაგვეხმაროს. 

უესტონ მაკენიმ გუნდი არ უნდა დატოვოს, რადგან მას ფეხებში გოლები ემჩნევა.. კარგი შემტევი მოთამაშეა და ამ ფაზაში აშკარად არ გვაქვს პრობლემა. 

ნახევარდაცვა? თუ რომელიმე გამოთქვამს წასვლის სურვილს, მაშინ შესაძლებელია კორექტირება განხორციელდეს.. სხვა მხრივ არსებული კონტიგენტით შევუდგებით საქმის კეთებას.

ნუ გავიწყდებათ, რომ არტური ტრავმის გამო გვაკლია.. ის მალე დაგვიბრუნდება და მშვენიერი შევსება გახდება.

რონალდუს წასვლის ამბავი? უდინეზესთან მატჩის წინ ვუთხარი რომ სკამზე დარჩებოდა.. რონალდუმ ამის შემდგომ მითხრა, რომ კლუბში რჩებოდა.. თუმცა, სატრანსფერო სიტუაციამ მისი გეგმები არია. 

ახლა აღარ ღირს ამაზე ბევრი ფიქრი.. ჩვენ გვაქვს მიზნები, რომლებიც უნდა შევასრულოთ.. ჩემპიონთა ლიგაზე კარგი ჯგუფი გვაქვს და ეტაპობრივად ფიქრს ევროპულ ასპარეზობაზეც დავიწყებთ.

იქნება თუ არა ეს დიბალასთვის კარგი შესაძლებლობა? არ ვიცი.. რონალდუს ერთი სეზონის მანძილზე ვწვრთნიდი. ერთი რაც ვიცი არის ის, რომ გოლებს ვუშვებთ და თან საკმაო რაოდენობით. ამის გამოსასწორებლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ. 

გამარჯვებისთვის აუცილებელია მეტი გაიტანო და ნაკლები გაუშვა.. ი ერთით ნაკლები, რომ გაეტანა უდინეზეს სამ ქულას მოვიპოვებდით, მაგრამ ახლა..

გოლების მხრივ ნაკლებად მგონია, რომ პრობლემები შეგვექმნას.. ამისთვის დიბალა, კიეზა, მაკენი, ბერნარდესკი, მორატა და რაბიო არიან.. 

კრიშტიანო დიდი ფიგურაა და მსურს წარმატებები ვუსურვო ნებისმიერ ადგილას სადაც კარიერას გააგრძელებს. მან იუვენტუსისთვის ბევრი რამ გააკეთა.

ვარ თუ არა იმედგაცრუებული მისი გადაწყვეტილების გამო? ნამდვილად არა.. მან საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო. დელ პიერო, სივორი, შირეა, პლატინი, ზიდანი, ბუფონი.. ასევე გადმოვიდნენ იუვენტუსში და ცხოვრების კანონია, რის წინააღმდეგაც წასვლა წარმოუდგენელია.

იუვენტუსია მნიშვნელოვანი და ამას წინ ვერაფერი დაუდგება.. დიახ, მან წვლილი შეიტანა წარმატებაში, მაგრამ ახლა წავიდა.. ცხოვრება კი გრძელდება.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

კაროჩე რა მე არ მინდოდა ამის წასვლა მარა სურვილი თუ არ აქ ძალით ხოპ არ დატოვებ! შეილება უკეთესიც იყოს.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x