ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ცივი დამშვიდობება და მანჩესტერული დერბი

ტუტოსპორტი კრიშტიანო რონალდუს დღევანდელ დღეზე საუბრობს, მანამ სანამ პორტუგალიელი ტურინს დატოვებდა.

11:20 -ზე კრიშტიანო კონტინასაზე მივიდა, სადაც დაახლოებით 30 წუთი დაყო. იგი თანაგუნდელებს დაემშვიდობა, რომელიც არ იყო რაიმე ემოციური არამედ უფრო ფორმალური ხასიათის.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, რონალდუსთან მიმართებაში შეინიშნებოდა გუნდიდან გარიყვა.. თითქოს პორტუგალიელი განცალკევებით იყო და საკუთარი ცხოვრებით განაგრძობდა ყოფნას.

რაც არ უნდა იყოს ახლა ის ტურინელთა რიგებში აღარ იმყოფება და მისი თვითმფრინავი დიდი ალბათობით მანჩესტერში დაეშვება, მაგრამ რომელი კლუბის რიგებში გააგრძელებს კარიერას ჯერ კიდევ უცნობია..

აქამდე ყველაზე დიდი შანსი სიტის ქონდა, მაგრამ როგორც ირკვევა იუნაიტედიც საქმეშია.

ოლე გუნერ სულშერი შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს:

“ბრუნო ფერნარდეში ესაუბრა კრიშტიანოს და ახლა გადაწყვეტილება უკვეა მასსზეა. რონალდუ მანჩესტერული კლუბისთვის ცოცხალი ლეგენდაა და მასთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იქნება.” 

პარალელურად პეპ გუარდიოლა არ გამორიცხავს, რომ რონალდუ სწორედ სიტიში იასპარეზებს:

“ჰარი კეინმა მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა, რადგან მას კარიერის გაგრძელება ტოტენჰემში სურდა. კრიშტიანო? სამ ოთხ დღეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ გადაწყვეტილება ჩემზე ან კლუბზე აღარ დგას.. ახლა თავად ფეხბურთელი უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

ჩემი აზრით გუნდიდან წასვლა 100% რონალდოს გადაწყვეტილებაა. ამ ასაკში ამნაირი გუნდის დატოვება შეილება თან ასე უეცრად რავი უტვინოა რა. იუვეს რო ამის გაყიდვა ნდომებოდა ბევრად უფრო ადრე მოიშორებდა და არა ზაფხულის ბოლოსკენ. პასტაინად ძირითადში ყოფნას ვერ შეპირდნენ ალბათ მარა ეგ ალეგრის მხრიდან სულ არაა გასაკვირი.

juventino
juventino
2 years ago

ისევე თამაშობდა როგორი დამშვიდობებაც ქონდა!არ იყო ეგ იუვეს სტილის,მორჩა და გათავდა!იყიდეს უაზრო თანხად!ხელფასი მისცეს უაზროდ დიდი!ჩაააჯ… საქმეში და წავიდა!

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x