ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური – ნახევარმცველი და თავდამსხმელი?

იუვენტუსისთვის სატრანსფერო ბაზარი ჯერ არ დახურულა და ხელმძღვანელობა ნახევარმცველის დამატებას ცდილობს, თუმცა არც ფორვარდის საკითხს ივიწყებს.

მირალემ პიანიჩის საფეხბურთო აგენტი ფადი რამადანი ამ ეტაპზე მილანში იმყოფება და უდიდესი ალბათობით მალე ტურინელთა ხელმძღვანელობას შეხვდება.

ბოსნიელი კატალონიას 100%-ით დატოვებს, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებს სვამს.. ბუნებრივია მისი მთავარი სურვილი ტურინია, მაგრამ აქ რიგი გარემოებებია რომლებიც გადაწყვეტილებას საჭიროებს.

პიანიჩის გარდა აქტიურად განიხილება აქსელ ვიტსელის ტრანსფერი, რომელიც ტურინს მაქსიმუმ 5 მილიონი დაუჯდეს. ბელგიელის წინააღმდეგი ალეგრი არ არის, მაგრამ მისი ფავორიტი შექმნილი ვითარებიდან და არჩევანიდან გამომდინარე პიანიჩია.

თავდასხმის ხაზში მაურო იკარდიზე განსხვავებული ცნობები ქვეყნდება.. ერთი პირობა პსჟ არ აპირებდა ტურინელთა წინადადების განხილვას, რადგან არგენტინელთან დამშვიდობება პარიზელთა გეგმებში არ შედიოდა.

თუმცა, როგორც ირკვევა მხარეები განხილავდნენ ამ ვარიანტს და ტურინელებმა უარი მიიღეს. საქმე იმაშია, რომ ბიანკონერის იკარდის არენდით აყვანა სურდა, რაზეც ფრანგები არ დათანხმდნენ.. პსჟ მზად არის იჯარაზე, მაგრამ იმ პირობით თუ კონტრაქტში აუცილებელი გამოსყიდვა იქნება მითითებული.. ეს კი იტალიურ მხარეს აბრკოლებს..

რადუ დრაგუსინი დიდი ალბათობით კარიერას კალიარის რიგებში გააგრძელებს, რაც დანიელე რუგანის ლაციოში გადასვლას ბლოკავს.. იმ შემთხვევაში თუ კი იუვემ გადაწყვეტილება შეიცვალა, მაშინ შესაძლოა ამ გარიგებით 6-8 მილიონი გამოიმიშაოს.

ამ ეტაპზე ეს არის მთავარი სიახლეები, რომელიც იუვენტუსის გარშემო ტრიალებს.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 years ago

ამდენი წელი გავიდა და ისევ რუგანი ისევ მკვდარი პიანიჩის დაბრუნება ისევ ვითსელი და ა.შ )))))))))) მინიმუმ 2-3 წელი დაჭირდება ამ ტემპით ალეგრის რო “ნორმალური” გუნდი შექმნას და სერია ა მაინც მოიგოს… მოემზადეთ ტიფოზებო კიდევ ერთი წარუმატებელი წელი გველის როგორც სერია აში ასევე ევროპულ ასპარეზზე : )

აგული
აგული
2 years ago

ვინმე დაბრუნდა? :))))))))))

bibobibo
bibobibo
2 years ago

პიანიჩი კარგია დადგება რეჯისტაზე ნუ რაც გვყავს კი სჯობს რაბიოსაც დაბენტაკურს ლოკატელი არ არის რეჯისტა …პიანიჩი ლოკატელი და რაბიო ესენი უნდა იყვნენ ცენტრში შემდეგ დაბრუნდება არტური და ამოაგდებს რაბიოს თავდასხმაში ასე თუ ისე არ გვიჭირს დიბალა კიეზა და მორატა მიხედავს საქმეს იკარგი კარგი იქნება მაგრამ არ იყიდიან იჯარა კარგი იქნება მე იმ ბრაზილიელის მეიმედება კარგი ბიჭია აქვს გოლის ალღო იმედია მორჩება მალე და გაამართლებს…..იუვეში ეხლა ყველაზე მაგრად დააკვდება ჩვენს ნახევარდაცვაში ჯორჯინიო (( მაგრამ ვინ მოგვცემს ტიპმა რა ეუროპა დადო მაგარია ზუსტად ესეთი გვაკლია ჯორჯინიო არტური ლოკატელი მაგარი იქნებოდა …..სულ ვამბობ და კიდე ვიტყვი ეხლა ფეღბურთს იგებს ის ვისაც მაგარი ნახევარდაცვა… Read more »

ვახო
ვახო
2 years ago

ვიტსელი ჩავლილი ამბავია, დიდი ხნის წინ უნდა მოსულიყო ეგ და გაიქცა ფულის საკეთებლად. ახლა მაგას ნაღდად პიანიჩის დაბრუნება ჯობია. ტოლისო ხო საერთოდ, რას შემატებს ეგ ნახევარდაცვას. ეგეთი ტოლისოები რომ გვყავს 5 ერთად, მაგიტომ არი უდინეზესთანც რომ გვიჭირს ცენტრის დაჭერა. იმ ვარიანტებიდან რაც სახელდება მართლა პიანიჩის დაბრუნება ჯობია სხვებს (არც ეგ არის დიდად სასურველი, მაგრამ ტოლისო-ვიტსელი (და ბარემ ფელაინი) როცა განიხილება ალტერნატივად, დამთავრდა იქ საუბარი)…

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x