ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

წარმატების საიდუმლო დაცვიდან იწყება – დათკას ბლოგი

ამ სანაკრებო თემებმა ცოტა მომაშორა ამბებისგან.. თან რთული გამოდგა ბათუმში გადანაცვლება.. ინფრასტრუქტურა საოცარია, მაგრამ თბილისიდან აიბარგო და ასე წახვიდე სხვა ქალაქში არ არის იოლი.. მენეჯმენტური და ლოჯისტიკური მხარე რთულდება და შესაბამისად დრო ნაკლები გრჩება.. ამიტომაც მოვაყოლე ეს ამბავი..
 
თუმცა, გადავხედე რა ვითარებას ჩვენი კლუბის გარშემო, სიმართლე გითხრათ იქაც სიჩუმეა.. აქა იქ შემხვდა მაქსის ამბებზე, რომ არ ელოდა ასეთ ინერტულ სატრანსფერო ფანჯარას, თუმცა არამგონია სიმართლეს შეესაბამებოდეს..
 
რეალურად მწვრთნელმა ზუსტად იცოდა, სადაც მოდიოდა და რაც დახვდებოდა.. არც პიანიჩის თემა მგონია ისეთი, რომ ვერ მოიყვანეს.. საუბარი იქნებოდა მცდელობებზე აი თუ გამოვიდა ოქეის პრინციპით.. ახლა ჩვენი მიზანია, რომ გუნდი შეიკრას და ჩამოყალიბდეს ბირთვი, როგორიც მაქს თავის დროზე ქონდა შექმნილი ბუფონი, კიელინი, ხედირა, მანჯუკიჩი, ლიხტშტაინერი და ასეთი ტიპის მოთამაშეებისგან, რომლებსაც გააჩნდათ დიდი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და რაც აუცილებელია გამარჯვებული მენტალიტეტის შესაქმნელად.
 
დღევანდელ შემთხვევაში აქ სიტუაცია განსხვავებულია.. გვყავს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გააჩნია.. შეიძლება პირლოს დაწყებული ქონდა, მაგრამ იქ ისეთი პრობლემები დავხდა, რომ მისმა მწვრთნელობის კუთხით გამოუცდელობამ სიტუაციას დაღი დაასვა.
 
მაქსი სათანადო დონეზე გამოცდილია და ვგონებ იპოვის საჭირო ქიმიას ფეხბურთელებს, შორის რომლებიც მოედანზე პირველ რიგში იქნებიან ერთმანეთისთვის და შექმნიან მეტოქისთვის რთულად გადასალახ ბარიერს..
 
პირველ რიგში დაცვა – ამის გარეშე იუვენტუსის წარმატება გამორიცხულია.. ბევრს ვუშვებთ უკვე ორი წელია.. აი ძალიან ბევრს.. არადა მსოფლიოში საუკეთესო უკანახაზელებით ეს ცოტა უცნაურიც კია.. მაგრამ მოდი მათ ნუ დავაბრალებთ..
ეს ნახევარდაცვის ბრალიც არის, რომელსაც ავალებდნენ ისეთ ფეხბურთს, რომელიც რისკის შემცველია.. რისკი გულისხმობს მაღლა “სეირნობას” და იქ კომბინირებას.. შედეგად მეტოქე კონტრშეტევაზე გვიჭერს და გვახევს თავზე ბურთს.. მერე ისევ თავიდან ვიწყებთ და ასე გრძელდება უსასრულოდ..
 
შესაბამისად, ჩემი პროგნოზია რომ იუვენტუსი დაიწყებს ძალიან სწორხაზოვანი, პრაგმატული ფეხბურთის დემონსტრირებას 90 წუთიდან დაახლოებით 60-65 წუთის განმავლობაში.. რას მოგვცემს ეს ყველაფერი? პირველ რიგში უნდა დავიბრუნოთ 0.. საკუთარ კარში გაშვებული ბურთის რაოდენობა უნდა უტოლდებოდეს 0-ს 90 წუთის განმავლობაში და სასურველია ეს სერია 2-3 მატჩმა მოიცვას..
 
რას მოგვიტანს ეს? თავდაჯერებულობას, საკუთარ თავში რწმენას და მეტოქეებს შეუქმნის განცდას, რომ იუვემ იპოვა საჭირო ფორმულა რითაც მათ კარს ასე მარტივად ვერ დაემუქრებიან.
შესაბამისად, ვეღარ იქნებიან შეტევაში ასეთი თამამები, ახლა რომ ემპოლი 6 კაცით გადმოდიოდა ჩვენთან, რა გგონიათ ეგ შემთხვევითია? იუვემ თამაში დაკარგა საჭირო ბალანსი, რისი დამსახურებითაც მეტოქე სასურველი შედეგისთვის მეტად გვიტევს.. აქ საუბარი შიშზე არ არის, უბრალოდ სუსტი ადგილი იპოვეს და გვიტევენ..
 
ამიტომაც დაიწყებს მაქსი პირველ რიგში აქცენტის დაცვაზე გაკეთებას, რომელიც კატენაჩოს არ გულისხმობს, უბრალოდ ძალიან კომპაქტური გახდება გუნდი.. სივრცეს არ დავუტოვებთ და ბურთის ართმევაზეც იმათ ნახევარზე დიდ ენერგიას არ დავხარჯავთ.. კიეზა, დიბალა, კუადრადო, მორატა და კინი – ამ მოთამაშეებით კონტრშეტევაზე სწრაფი გადასვლა გარანტირებულია.. ამიტომაც წამოვიყვანთ მეტოქეს და მერე უკვე სწრაფი კროსებით გავალთ ხოლმე ფონს..
 
ამ იუვეს ბურთის კონტროლზე გათვლილი სტილის არსენალი არა აქვს.. ანუ ისეთი რომელიც პროცენტულობას ხარისხში გადაიყვანს.. არ გვყავს არც ჟორჟინიო, არც ვერატი და არც დე ბრიუენი რომელიც ტემპს დაიჭერს, სივრცეს გაჭრის და ვერტიკალურ ფეხბურთს უზრუნველყოფს/ააჩქარებს..
 
ჩვენს არსენალში არიან ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ სივრცეების შეზღუდვა, წინ და უკან 90 წუთი სირბილი.. ეს აქვთ, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ალბათ ლოკატელი და არტური არიან, რომლებსაც შეუძლიათ შექმნა რაღაც კრეატიული ხარისხი – არტურის ძალა ბურთის ფლობაა და მანევრირება, მაშინ როდესაც ლოკატელის მოსატამეტებელი აქვს, მაგრამ მოედნის ხედვა ნამდვილად აქვს! შეუძლია 20-30 მეტრიანი მაღალი გადაცემის დროული და ჭკვიანური გაკეთება, პლიუს მოკლე პასებშიც არ მოიკოჭლებს..
 
ჩემი გადმოსახედიდან როდესაც ნახევარდაცვა დალაგდება და ის ამ ეტაპზე დაცვის კუთხით უფრო მუშაობს, რადგან თუ არ დაიცავი, შენ ხარისხიანად და შედეგიანად ვერასოდეს შეუტევ – მაშინ იუვენტუსი დაიწყებს სტაბილურად დადებითი შედეგის დაფიქსირებას და ეს მომენტალურად აისახება სატურნირო ცხრილზე, მეტოქეების ნერვიულობაზე და ასე შემდეგ.
მეტოქეს ჩვენი მაშინ ეშინია, როცა იუვე გოლს არ უშვებს. ეს ქმნის განცდას, რომ მოედანზე გუნდი უკვე 1-0 -ზე გამოდის..
კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ ჩემს პირად ბლოგს, რომელიც იუვეში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა და უბრალოდ პირად აზრს გაგიზიარებთ.

შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
კარლო ამირგულაშვილი
კარლო ამირგულაშვილი
2 years ago

დაცვაზე აქცენტის გაკეთების ნაწილში მხოლოდ იუვესთან მიმართებაშია სწორი ანალიზი. რადგან არც ბარსელონა არც რეალი და სხვა გრანდსბი გაუვალი დაცვით არ გამოირჩევიან თუმცა საერთაშორისო ტიტულებს მუდმივად იგებენ და ჩვენზე გაცილებით მეტს. დაცვაში კარგი თამაში მხოლოდ სერია ა -ში დომინირებისთვის არის საკმარისი. მხოლოდ კარგ მცველებთან ერთად ლიგას ვერ მოვიგებთ!! მცველებთან ერთად საჭიროა ელიტური დონის ინდივიდუალური შემტევები ან ვერტიკალური სივრცეში შეტევაზე აწყობილი შემტევი სქემა. სხვანაირად ლიგის მოგება ზღაპარია

abby_condilac
abby_condilac
2 years ago

კარი ანალიზია! Welcome to Batumi დათკა! @abby_condilac

დათკა
დათკა
2 years ago
Reply to  abby_condilac

მადლობა ბრო

Juve fan
Juve fan
2 years ago

კარგია ბათუმში რომ ხარ, მჯერა მალე შეეჩვევი, მეც ბათუმში ვცხოვრობ

Juve fan
Juve fan
2 years ago

გენაცვალე დათკა, მივესალმები ამ წამოწყებას. სიმართლე გითხრა, შენგან კარგი ექსპერტი დადგებოდა.

დათკა
დათკა
2 years ago
Reply to  Juve fan

მადლობა დიდი

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x