ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მილანი უფასოდ შესაძლოა კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვოს

პაოლო მალდინი

ფრენკ კესის და მილანის გზები შესაძლოა გაიყოს.

ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერა და ვერ ხერხდება. შესაბამისად, ბოლო პერიოდში როსონერიდან ეს შესაძლოა უკვე მესამე შემთხვევად დაფიქსირდეს, ვინც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

იტალიური მედიის ცნობით, ფრენკს წლიური გასამრჯელოს სახით 8 მილიონის გამომუშავება სურს.

დღეისათვის ნახევარმცველით ტოტენჰემი, პსჟ და იუვენტუსი ინტერესდებიან. პირველ ორს უფრო კარგი შანსი აქვს, რადგან მზადყოფნას გამოთქვამენ მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

იუვენტუსი თავის მხრივ სიტუაციას აკვირდება და უახლოეს პერიოდში აგენტთან კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც უფრო ნათელი გახდება, რამდენად არის კესი თანახმა ტურინში გადაბარგებაზე.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 years ago

ერთადერთი იმის იმედი უნდა გვქონდეს რომ,იუვე როგორც ყოველთვის უფასოდ მოსულ ფეხბურთელებს 3-4 წლიან კონტრაქტზე დიდ ხელფასს უხდიან… რემზი და რაბიო ამის მაგალითებია… კესი ძალიან წაადგებოდა იუვეს,მაგრამ მეეჭვება შეძლონ მისი მოყვანა…. ლოკატელი კესის დამატებით ნახ დაცვას რაღაც ეშველებოდა

juventino
juventino
2 years ago

იუვენტუსი რო ყოველთვის გვერდიდან აკვირდება ხოლმე მოვლენების განვითარებას :))))) უკვე ყველანაირი იმედი მიკვდება ისეთ გუნდებთან ვაგებთ :X

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x