ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო, მიბაძე ლაუტაროს – საგა რომელიც არ სრულდება

პაულო დიბალას კონტრაქტის საკითხი ამერიკულ საპნის ოპერა “სანტა ბარბარა”-ს გაუტოლდა.

მხარეები ვერ ახერხებენ ამ წამამდეც კი შეთანხმების მიღწევას, არადა ლა ჯოია თითქოს და შეყვარებულია შავ-თეთრ მაისურზე, მაგრამ აქ რამდენიმე ასპექტია რომლის განხილვა აუცილებელ ხასიათს ატარებს.

ისტორია ლამაზად დაიწყო, როდესაც ჯუზეპე მაროტამ და ფაბიო პარატიჩიმ კონკურენტებს აჯობეს და 40 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს საკმაოდ ახალგაზრდა იმედის მომცემ მოთამაშეში.

ეს ინვესტიცია შეიძლება თამამად ითქვას, რომ წყალში გადაყრილი არ გახდა, რადგან ლა ჯოიამ მალევე აჩვენა ყველას თუ რა შეუძლია.. თუმცა, იყო ჩავარდნებიც რომელიც ინდივიდუალურია ვინ როგორ შეხედავს.

განსაკუთრებით პრობლემატური გახდა სამხრეთ ამერიკელის ყოფა მაშინ, როდესაც კლუბმა კრიშტიანო რონალდუ გაიფორმა.. გარკვეულწილად ამ ოპერაციამ დიბალას დარჩრდილვა გამოიწვია და იგი არ იყო პროექტის ცენტრალურ ნაწილში..

ერთი პირობა კლუბი მის გაყიდვასაც კი ცდილობდა, მაგრამ პაულომ ტოტენჰემში გადასვლა იუარა და ტურინში დარჩენა ამჯობა იმ იმედით, რომ შეძლებდა ყველასთვის დამტკიცებას თუ რა შეუძლია.

სარისთან და პირლოსთან დიბოს ისე არ წაუვიდა როგორც თავიდან.. ამაში როლი ტრავმებმაც ითამაშა და სხვადასხვა მისთვის არასასიამოვნო ფაქტორმა..

ალეგრის დაბრუნების შემდეგ, ხშირად გვხდებოდა მასალები სადაც ლა ჯოიას პროექტის ცენტრალურ ნაწილში დაბრუნებაზე იწერებოდა.. მაქსმა თავადაც დაადასტურა, რომ დიბალა მისთვის ფუნდამენტური ფიგურა იქნებოდა.

აი აქ კი საქმე უკვე სხვა რეალობასთან გვაქვს.. დიახ, კაპიტნის სამკლაურიც გადასცეს და თავდაჯერებულობაც მოემატა.. უკეთ ათამაშდა, მაგრამ კონტრაქტი?

დიბალა ნაწყენია და ეს ბუნებრივიც არის.. როდესაც არ ჭირდებოდათ ნაგავზე გაიტანეს, ხოლო შემდეგ ისევ მას დაუბრუნდნენ..

დიბო აღარ არის პატარა ბიჭი.. 28 წლის არის და ამ დროს ფეხბურთელი ვინც არ უნდა იყოს განურჩევლად მაქსიმალურად ცდილობს სარფიანი კონტრაქტის გაფორმებას..

ესმით, რომ ამ ასაკში შესაძლოა ეს ყველაზე წარმატებული იყოს, რადგან ასაკი ყოველთვის იზამს თავისას.

ამიტომაც მიდის საუბრები, რასაც ხელს მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა უწყობს.. პაულოს უნდა დარჩენა, მაგრამ შესაბამის დაფასებას ითხოვს..

იუვენტუსი კი ახლა არ არის ფინანსურად კარგ მდგომარეობაში და ფეხბურთელს თხოვს გაგებით მოეკიდოს არსებულ რეალობას.

ტურინელთა ბოლო შეთავაზება 8 მილიონს + 2 მილიონია, ხოლო თავად სამხრეთ ამერიკელს მატეის დე ლიხტის ოდნებისი ჯამაგირი სურს, რომელიც 12 მილიონს უტოლდება..

დათმობს? საინტერესოა.. იტალიელი ექსპერტების მტკიცებით თავად პაულო თანხმობისკენ მიდის, მაგრამ მისი გარემოცვა ბოლომდე ცდილობს ტურინიდან მეტი თანხა გამოიმუშაოს..

რომელი გადაძლევს? ფინიშის ხაზი ახლოს არის და წესით ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს, რადგან დრო აღარ დარჩა.

კორიერე დღევანდელ ნომერს მოწოდებით იწყებს – პაულო, მიბაძე ლაუტაროს!

შეგახსენებთ, რომ მარტინესთან ასევე ხანგრძლივი კონსულტაციები მიმდინარეობდა და ბოლოს დიბალას თანამემამულე დათანხმდა ინტერის 6 მილიონიან შეთავაზებას.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x