ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი:”მათ იმედი აქვთ, რომ ფეხზე მალე დადგებიან”

ლუჩანო მოჯი

ლუჩანო მოჯი დღევანდელ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც იუვენტუსში სუფევს.. თუმცა, ბიანკონერის ექს სპორტული დირექტორი ტრადიციულად სხვა კლუბების ყოფასაც შეეხო:

“იუვეში ახლა იმედი აქვთ, რომ დაუყონებლივ მიიღებენ შედეგს იმ რესურსით რაც მათ ხელშია, არადა ეს ასე იოლად გასაკეთებელი არ არის. დიახ, იმედის მომცემი ახალგაზრდები ყავთ, მაგრამ ამას წლები დაჭირდება.

ვფიქრობ, კიეზა, ლოკატელი, კულუსევსკი და დანარჩენი ახალგაზრდები კონკურენტუნარიან შემადგენლობას 2-3 წელიწადში შექმნიან..

იყო დრო როდესაც ნეაპოლში მოსაგებად მიდიოდნენ, ახლა კი უმჯობესია წავიდნენ იმაზე ფიქრით რომ სან პაოლო მარცხის გარეშე დატოვონ.

ბოლო ხანებში გახშირდა კითხვა ინტერზე და პირდაპირ გეუბნებით, მიუხედავად იმისა რომ ლუკაკუ და ჰაკიმი დაკარგეს ისინი ახლა უფრო მეტად ძლიერები არიან.

მაროტა და აუზილიომ ფანტასტიკური სამუშაო გასწიეს, რისი დახმარებითაც ნერიაძური მოკლე პერიოდში კონკურენტუნარიან გრანდად ჩამოყალიბდა. 

ლიდერების წასვლა ჩემპიონატიდან? გასაგებია, რომ აძურიმ ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ სერია ა-მ საკუთარი სტრუქტურის გამო ფასეულობა დაკარგა და ახლა ის სრული სვლით არის ფსკერისკენ წასული.. გზაში კი არ იმყოფება, არამედ უშუალოდ ფსკერზეა. 

ფაბიო პარატიჩიზე მინდა გითხრათ, რომ მას კარგი დღეები ტოტენჰემში არ უდგას.. იგი ტურინში სხვა სიტუაციაში იყო მუშაობას მიჩვეული და აი ლონდონში აშკარად სხვა სიტუაცია დახვდა გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. იქ ამ მხრივ სხვა ფიგურები წყვეტენ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x