ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მირალემ პიანიჩი:”იუვე, მე შენ მიყვარხარ”

მირალემ პიანიჩი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, საკმაოდ ახლოს იყო ტურინში დაბრუნებასთან:

“დიახ, მედიაში გავრცელებული ცნობები სიმართლეა. ჩემს აგენტს რამდენიმეჯერ შეხვდნენ, თუმცა სატრანსფერო ბაზარი იოლი არასდროს არის. შემდგომ ხაზზე ბეშიქთაში გამოვიდა და ამ ვარიანტზე უარის თქმა არ შემეძლო. 

კუმანთან გაჩერება კიდევ ერთი წლის დაკარგვას ნიშნავდა, მე კი ფეხბურთის თამაში მსურდა. ბეშიქთაში თურქეთის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და მისი მაისური შავ-თეთრი ფერებისგან შედგება!

იუვენტუსის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამაჩნია. ტიფოზებთან მუდამ მჭიდრო და თბილი ურთიერთობა მქონდა. მთელი გულით მსურდა დაბრუნება და ალეგრის ხელმძღვანელობით მუშაობის გაგრძელება.. მაქსი ფანტასტიკური სპეციალისტია და მის მიმართ დადებით ემოციებით ვარ სავსე, ისევე როგორც პრეზიდენტ ანიელისთან.

გამიმართლა კარიერის მანძილზე კრიშტიანო რონალდუს და ლეო მესის გვერდით ყოფნა მომიწია. პორტუგალიელი საწვრთნელი სესიის დროს 100%-ით იხარჯება, მაგრამ ისე არ გაიგოთ თითქოს ლეო არ იხარჯებოდეს.. უბრალოდ მას ღმერთისგან აქვს საოცარი ნიჭი და ყველაფერს შესაშური სიმსუბუქით აკონტროლებს.

იუვენტუსის სუსტი სტარტი? სანერვიულო არაფერია, მითუმეტეს მათ ახლა მაქსი ყავთ რომელსაც მსგავსი სიტუაციების დაძლევის უნიკალური თვისება აქვს. 

პაულო დიბალა? მხრებზე დიდი ტვირთი ედო.. რონალდუსთანაც მითამაშია და მესისთანაც, მაგრამ პაულოს რაღაც განსაკუთრებული აქვს.. ესთეტიურობა და სიმსუბუქე.. იგი რეალურად არის ტოპ მოთამაშე, უბრალოდ შესაბამისი გუნდი და თამაშის სტილი ესაჭიროება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 years ago

ატლეტიკომ მიიყვანა დეპაული და გრიზმანი… ამათ რა გაუხდათ ვერ ვიგებ პროსტა

დიბალა
დიბალა
2 years ago

ან 3 მილიონად შეეძლოთ ვითსელის მოყვანა,რომელიც უნივერსალია, დაცვაშიც დგება საყრდენადაც და რავი მაღალი დონის ნახ.მცველია… როცა ესე გიჭირს ამ რგოლში 3 მილიონი რატო არ უნდა გადაიხადო ესეთ ფეხბურთელში… რეალურად 1.5მილიონად მოიყვანეს ჟორჟი და იჯარით ლოკატელი და კინი.. კაპიკს არ ხარჯავენ ტიპები,როცა რომეროს და რონალდოს გაყიდვით + პიაცა მანდრაგორა დემირალის იჯარებით შემოუვიდათ 40მილიონამდე და გადაეხადათ 3-4 მილიონი ვითსელში და დანარჩენ ფასად მოეყვანათ აუარი ან მსგავსი სტილის ნახ.მცველი და უკვე შეივსებოდა ნახ დაცვა… ვერ ვიგებ,არ ვიგებ და ვერც და არც გავიგებ ამათ პოლიტიკას

დიბალა
დიბალა
2 years ago

უფასოდ წავიდა ბეშიქთაშში და მოეყვანათ იქნებ ალეგრისთან მართლა ექნა რამე… ყოველშემთხვევაში დღევანდელი იუვეს ნახ.დაცვას რითი ჩამოუვარდება… მიტყდება პიანიჩის ესეთი რეგრესი… რაის ბეშიქთაში :(

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x