ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”წარუმატებლობის შემთხვევაში პროცესი გაიწელებოდა”

მაქს ალეგრის განცხადებით მალმიოსთან გამარჯვებას პირველ რიგში ფსიქოლოგიური კუთხით ქონდა მნიშვნელობა:

“არავისთვის არის სიახლე, რომ ფსიქოლოგიური ასპექტი სპორტში 90%-ს იკავებს.. როდესაც ტექნიკურ შეცდომებს უშვებ, მსგავსი იმისა რაც საწყის ტურებში ხდებოდა, ასეთ დროს პროცესებს ნეგატიურად უყურებ.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და აქ არ არსებობს იოლი მატჩი, მითუმეტეს თუ ასპარეზობა სტუმრად გიწევს..

ჩვენზე წნეხი საოცრად დიდი იყო, რასაც ხელი სერია ა-ს საწყისმა ტურებმა შეუწყო.. თუმცა ფეხბურთელებს ეს ყველაფერი გათავისებული უნდა ქონდეთ. მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა როგორც მარცხის დროს, ასევე გამარჯვების შემდეგაც.

დღეს ყველაფერთან ერთად აუცილებელი იყო კარის მშრალად შენახვა. ბიჭებს გასახდელში მეორე ტაიმის დაწყებამდე ვუთხარი, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და გოლი არ გაეშვათ.

მსგავსი მინიმალური მომენტები საერთო ფსიქოლოგიური განწყობისთვის არის მნიშვნელოვანი. დღეს, რომ გამარჯვება არ გვეზეიმა ეს პროცესი საოცრად გაიწელებოდა.. 

შესნიმ კარგად ითამაშა და პოლონელთან დაკავშირებით აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ გუნდს მისი იმედი აქვს. 

მილანი? ახლა დიდებულად გამოიყურებიან! ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დაპირისპირება გველოდება კლუბთან, რომელიც საოცარ ენთუზიაზმს განიცდის.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 years ago

მილანთან აუცილებლად უნდა ავიღოთ 3 ქულა!!!!! თორე უკვე ძალიან დიდი იქნება ლიდერების გაქცევა… გუშინ გუნდი მომეწონა,ნახევარდაცვა ძალიან კარგად აკონტროლებდა ბურთს… ლოკატელი ნელნელა ჩაჯდება ფორმაში და მოერგება გუნდს… მისი როლი იუვეში უდიდესი იქნება… არტურის დაბრუნებასაც ველი… არტურის და ლოკას დუეტი ძალიან კარგი სანახავი იქნება… კიეზას დაბრუნების მერე დიდი იმედი მაქვს გუნდი ბევრად ძლიერი გახდება შეტევაში.. ნახევარდაცვა ნელნელა ლაგდება… რაბიო მომეწონა მარცხნივ ძალიან.. და ალეგრი დარწმუნებული ვარ მაგ პოზიციას მიაჩვევს..

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x