ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”პრობლემები კონტრაქტთან მიმართებაში”

Tuttosport-ის ცნობით დღეს ფედერიკო კერუბინსა და პაულო დიბალას საფეხბურთო აგენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

მხარეები ჯერ კიდევ შორს არიან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან, რომელსაც მთელი რიგი პუნქტები უშლის ხელს.

პირველ რიგში დიბალას მოთხოვნაა, რომ კლუბთან 2026 წლამდე გაფორმდეს კონტრაქტი და არა 2025 წლამდე.. მეორე ბუნებრივია ანაზღაურებას ეხება..

დღეისათვის არგენტინელი ტურინში 7.3 მილიონს გამოიმუშავებს.. მისი სურვილი მინიმუმ 10 მილიონია.. ტურინელები 7 მილიონსა და დამატებით 2 მილიონს ბონუსის სახით თავაზობენ, რომლის აღებაც ახალი პირობებიდან გამომდინარე რთულად მისაღწევია.

შესაბამისად კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება.. სატელეფონი საუბრის შემდეგ მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.. თუმცა, აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე პროგნოზი რომ საერთო ენას მალე გამონახავენ რთულია.. მეორეს მხრივ მხარეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი თანამშრომლობის გაგრძელება..


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 years ago

ვეღარ გავიგე,დელიხტის ხელფასს ითხოვსო 12 მილიონსო,იუვე 8+2 მილიონს ანუ 10 მილიონს თავაზობსო… ეხლა 10მილიონს ითხოვს და იუვე 9ს აძლევს? ))))))))))))))))) ფუი იმენა საცოდავი ხელმძღვანელობაააა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x