ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარსა იუვეს დე ლიხტის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს თავაზობს

კატალონიური მედიის მტკიცებით ბარსელონა მატეის დე ლიხტის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული და ტურინს ჰოლანდიელის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს თავაზობს.

დე ლიხტის კონტრაქტში არსებული პუნქტით, მომავალი სეზონიდან მისი გამოსყიდვა ნებისმიერ კლუბს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.

რამდენად მოიძებნება ისეთი კლუბი, რომელიც დაახლოებით 150 მილიონს გადაიხდის რთული სათქმელია, მაგრამ შესაძლებლობა რომ ჩნდება ეს ფაქტია და ეს არავის უარყვია.

თავად მინო რაიოლამაც ღიად განაცხადა, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დე ლიხტის წასვლა რეალურია.. მის ნაცვლად კი ბიანკონერი ალესიო რომანიოლის უფასოდ დამატებას გეგმავს.

ბარსელონას მატეისის დამატება ჯერ კიდევ მაშინ სურდა, სანამ საქმეში იუვე ჩაერთვებოდა, თუმცა ფინანსური ასპექტიდან გამომდინარე ამ ტრანსფერს ვეღარ გაწვდა.

ჟოან ლაპორტას მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა მათ ფინანსებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და ახლა კამპ ნოუს ბინადრები ქმედითი ნაბიჯების გადასადგამად წელში გაიმართნენ.

დე ლიხტი პრიორიტეტული ტრანსფერია, რომლის სანაცვლოდ კატალონიელები ორი მოთამაშის – მემფის დეპაის და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დათმობას გეგმავენ. ამ ორი მოთამაშის დღევანდელი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 75 მილიონს შეადგენს.

იუვენტუსი თავის მხრივ უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს და თავად დე ლიხტიც ჩამოსაყალიბებელია საკუთარ კარიერასთან დაკავშირებით..

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 years ago

უფასოდ მიყვანილი დეპაითი და 35მილიონიანი ტერშტეგენით მომინდომეს.. №1 პერსპექტიული მცველი ბიჭებმა :)))) სანამ სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება კუმანი გაგდებული იქნება გუნდიდან ამიტომ ვერ ააწყობს ჰოლანდიის ნაკრებს))))))) დეპაი დეიონგი ფრენკიც და ლუკიც, ვეინალდუმს ითხოვდა იმან გააჯმევინა აგერ ეხლა დელიხტიც უნდა და კაროჩე :)))) დარწმუნებული ვარ ბარსას უნდა დელიხტი.. ლენგლე პიკეს ფონზე მითუმეტეს მაგრამ დარწმუნებული ვარ, პსჟ სიტი ჩელსი და ყველა ფულიან გუნდს ენდომება… და ბევრად უკეთეს ვარიანტებს შეთავაზებენ იუვეს ვიდრე ეს შემოთავაზებაა… თუნდაც 120-130 მილიონი.. რომლითაც ალეგრი იმენა გუნდს დაააყენებს:)) პლუს იმას რო წელს თითქმის ფული არ დაუხარჯავთ….. პლიუს მინუსით ნახევარი მილიონი დახარჯეს წელს.. ასე რომ ზაფხულში დელიხტის გაშვება კი არა იმენა… Read more »

დიბალა
დიბალა
2 years ago

ამ სირმა კუმანმა მოინდომა ჰოლანდიის ნაკრები ბარსაში… დელიხტს დიდი შანსია დეიონგებთან და კუმანთან გაუსწორდეს მაგრამ ძაან არარეალური ინფორმაცია მგონია… ნუ ჭორის დონეზე აგორებული… კაცის ფასი თუ 150მილიონამდეა 35მილიონიან და 30მილიონიან დეპაის და ტერშტეგენს გვთავაზობს?)))))))) თან იუვეს უკვე რომანიოლი გადაწყვეტილი ყავს ხო შემცვლელად))))) ეგ რო არ წამეკითხა უფრო დავიჯერებდი… დელიხტზე ეწყობა იუვეს სამომავლო დაცვა… ბონუ კიელინის წასვლის მერე,დელიხტი და მეწყვილე წაიყვანენ იუვეს დაცვას წლობით… რომერო მინდოდა მე დუეტში მაგრამ იმდენი ქნეს ტიპს ტოტენჰემში ამოაყოფინეს თავი:( სისულელე მგონია, ბარსას უნდა კაია,რამდენად გაყიდის იუვე ეგ მეორე…ტერშტეგენი კაი მეკარეა,დეპაიც კაი შემტევი მაგრამ არანაირად არ მიღირს პირადად მე დელიხტის დათმობა:)

joni77
joni77
2 years ago

არარეალური მგონია ეს შემოთავაზება

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x