ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”ლიგის მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ”

ხვალ, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მოქმედ ჩემპიონს ლონდონის ჩელსის უმასპინძლებს.

ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მაქს ალეგრი სხვადასხვა თემას შეეხო:

“დღეს საკმაოდ ბევრი იდეა მქონდა, რადგან თითქმის მთელ ჯგუფთან ერთად მომიწია მუშაობა. ერთადერთი გამონაკლისი აარონ რემზია, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ამ დაპირისპირებას გამოტოვებს.

სამ მცველიანი ტაქტიკა? ეს ვარიანტია და ამას ნამდვილად განვიხილავთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს ყოველივე თამაშის სცენარზეა დამოკიდებული.

ჩემპიონთა ლიგის მოგება? დიახ! ამის ამბიცია და სურვილი უდაოდ მაქვს, ისევე როგორც ფეხბურთელებს.. წარმოუდგენელია სხვაგვარად ასეთ ტურნირზე თამაშობდე და მსგავსი მიზანი არ გამოძრავდებდეს.. ფინალში გასვლა და წარმატების მიღწევა! ეს გვინდა და ამისთვის მაქსიმუმს გავიღებთ, ისევე როგორც სერია ა-ში პირველი პოზიციის დასაკვებლად.

ჩელსი ძლიერი გუნდია, რომელიც სოლიდურად ასპარეზობს.. ამიტომაც მათ წინააღმდეგ ტექნიკური თამაში გვმართებს.. გოლი შეიძლება გავუშვათ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.. ცივსისხლიანობა და მიზნისკენ სწრაფვა გვმართებს.. შეცდომა დასასრულს არ ნიშნავს და ეს მალე უნდა გავითავისოთ.

შემადგენლობა? შესნი და სანდრო სასტარტოში იქნებიან. ადრიენ რაბიო და ფედერიკო ბერნარდესკი იუვენტუსის რიგებში შემთხვევით არ ირიცხებიან..

ფედეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოამჟღავნა. მან სამპდორიასთან კარგი შეხვედრა გამართა და მისი იმედი ყოველთვის მაქვს.

რაბიოს ადგილას გავბრაზდებოდი, რადგან მისი სტატისტიკა განრისხების საბაბს იძლევა.. საოცარი არ არის ორ სეზონში მხოლოდ 10 გოლი რომ აქვს? ძალიან დიდი ნიჭის პატრონია და გაცილებით მაღალ სიმაღლეზე უნდა ავიდეს.

მოიზე კინის სახით მშვენიერი ფორვარდი გვყავს, რომელმაც იცის როგორ უნდა შეუტიოს, დაარტყას და სივრცე მოძებნოს.. მაგრამ საჭიროა გუნდთთან ერთადაც იმოქმედოს, როცა ამის საჭიროება დგება.. პრინციპში საკუთარი ასაკიდან გამომდინარე უკვე ძალზედ გამოცდილივით მოქმედებს.

არტური კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით ჯერ კიდევ არ არის სასურველ ფორმაში. სანაკრებო პაუზის პერიოდში ორ ამხანაგურ დაპირისპირებას გავმართავთ და თავის გამოჩენის საშუალებას მივცემთ.

ბენტანკური? გამთამაშებელი არ არის.. მას გვერდით მოთამაშე ესაჭიროება, რათა დასახულ ამოცანას თავი კარგად გაართვას. ჯერ კიდევ არ არის 100%-ით მზად, მაგრამ როგორც კი ფორმაში შევა ჩვენს წინაშე ბევრად მობილური მოთამაშე იქნება.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

3.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x