ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერიკო კიეზა:”11 ივლისი არასდროს დამავიწყდება”

ფედერიკო კიეზას ინგლისური გამომცემლობა “ტელეგრამი” დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

“11 ივლისი ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში ალბათ ყველაზე ემოციური და ჯადოსნური საღამოა! 

დასაწყისი ნერვიული გამოდგა, რადგან სწრაფმა გოლმა ცოტათი შეგვაშინა.. აქამდე ხომ ბურთი არ გაგვიშვია.. თუმცა, ცივსისხლიანობა შევინარჩუნეთ და მიზანს მივაღწიეთ. პენალტების სერიაში დონარუმა საუკეთესო იყო, რომელმაც ორი დარტყმული მოიგერია.

პენალტების დროს ემერსონ პალმერისთან ერთად ვიდექი.. მაშინ ბერარდიმ გაიტანა და ბელოტიმ გააცუდა ხომ ასეა? ემერსონს ვუთხარი, მოდი სხვანაირად დავდგეთ.. ასეთ დროს ყველა წვრილმანს აქცევ ყურადღებას.. ყველაფრის გჯერა.. მუხლებზე ვიდექი და ვთხოვე ფეხზე დამდგრებს გვეყურებინა რა მოხდებოდა.. ასეც მოვიქეცით.

და როდესაც დონარუმამ საკას დარტყმული მოიგერია ნახევარი გუნდი ცრემლებში იყო, ხოლო მეორე ნახევარი დონარუმას ეხუტებოდა.. ეს დაუვიწყარი რამ გახლდათ!

იუვენტუსში სიტუაცია განსხვავებულია.. ახლა რთული პერიოდი გვიდგას და ზეწოლაც თითოეულ ჩვენთაგანზე გაზრდილია.. თუმცა, ამ კლუბში ასპარეზობა სწორედ ამის გამო გადავწყვიტე.. თუ ზეწოლას ვერ გრძნობ, განვითარებასაც ვერ ახერხებ.. შესაბამისად ყველანაირი გამოწვევისთვის უნდა იყო მზად.

იუვენტუსის მენტალიტეტი მოდუნების საშუალებას არასდროს მოგცემს.. საკმარისია ბონუჩის და კიელინის შეხედოთ.. ან თუნდაც პრეზიდენტს გაესაუბროთ და ყველაფერს უმალვე მიხვდებით.

ბედნიერი ადამიანი ვარ.. 23 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატი მოვიგე და იუვენტუსის ღირსებას ვიცავ.. მოგების წყურვილი არსად გამქრალა და მსურს რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო. ახლა ჩვენს წინააღმდეგ ჩელსი გამოვა, რომელიც მოქმედი ჩემპიონია.. მოტივაცია არნახულად დიდია და შესაბამისად კარგ სანახაობას უნდა ველოდოთ.

პრანდელის მოსაზრებით ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები? ამისთვის ბევრი შრომა მომიწევს.. თუმცა, სასიამოვნოა შენში ამხელა პოტენციალს რომ ხედავენ. 

სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნა მატულობს.. მითუმეტეს საერთაშორისო დონეზე მოგებული ჯილდოს შემდეგ ეს ბუნებრივია.. თუმცა, იუვენტუსში ყოფნა ჩემი მთავარი სურვილი იყო და ამ მხრივ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.

ჟორჟინიო ფენომენალურია.. ბურთის გარეშე ყოფნის დროს საოცრად დიდ შავ სამუშაოს ასრულებს.. მას შეუძლია მწვრთნელის იდეები უშუალოდ მინდორზე საქმით გადმოგვცეს.. ასეთი რამ ოქროდ ფასობს.

ფეხბურთელისთვის სწავლა განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს.. მის გარეშე განვითარებაზე ფიქრი რთულია.. დედა ხშირად მიმეორებდა, თუ კარგად ვისწავლიდი და შესაბამისი ქულები მექნებოდა, ეს მოედანზეც პირდაპირ პროპორციულად აისახებოდა, რაშიც 100%-ით ვეთანხმები.

ნებისმიერ სიტუაციაში ოქროს კოშკები არ უნდა ააგო და ღრუბლებში დიდხანს არ უნდა იფრინო.. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ინსტაგრამზე აქაუნთი კი მაქვს, თუმცა ხშირად არ ვიყენებ და ტელეფონში ეს აპლიკაცია ჩაწერილიც კი არ მაქვს.. ჩემი პირადი მოსაზრებით მასში რეალური არაფერია და დროის ტყუილად კარგვას არ ვაპირებ.

ფიორენტინას ახალგაზრდულ აკადემიაში ვირიცხებოდი, მაგრამ თამაში არ მიწევდა.. სწორედ მაშინ ვიფიქრე ფეხბურთთან დამშვიდობება.. ჩემი მშობლების ხელშეწყობით გაგრძელება გადავწყვიტე.. უფრო მეტს ვშრომობდი და ფიზიკურად ვიზრდებოდი, რადგან 14 წლის ასაკში ჯერ კიდევ სუსტად ვითვლებოდი.. პარტნიორები ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით აშკარად მჯაბნიდნენ..

ცხოვრებაში ორი რამ მაინტერესებს: ფეხბურთი და სამყარო – კოსმოსში ბევრი ისეთ რამ არის რაც კითხვებს ბადებს, ხოლო მათი აღმოჩენა საოცარ ემოციას გგვრის.. ამ ყველაფერზე ხშირად დავფიქრებულვარ.”

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 years ago

ჩემი ოქროს ბიჭუნა!!! განათლებული ბიჭია ეტყობა და 99% ფეხბურთელებივით განუვითარებელი არ არის.

joni77
joni77
2 years ago

ძალიან მეიმედება ამ ფეხბურთელის, ყველაფერი აქვს, რომ საუკეთესო გახდეს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x