ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია ტურინული დერბის წინ

ჩელსისთან გამარჯვება უკვე წარსულია, რადგან იუვენტუსი ტურინული დერბისთვის ემზადება, რომელიც ხვალ გაიმართება.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს კონტინასაზე ტრადიციულად მაქს ალეგრი შეხვდა:

“დერბი მუდამ განსაკუთრებულია და ტორინოს ახლა კარგი პერიოდი უდგას. მათ სათავეში ძალზედ საინტერესო სპეციალისტი  უდგათ, რომლის ქარიზმატულობა კლუბის ისტორიას და ფილოსოფიას შესანიშნავად ერწყმის.

სასტარტო შემადგენლობასთან მიმართებაში მხოლოდ ორ რამეს გეტყვით – კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს, ხოლო დაცვის ცენტრალურ ზონაში ჯორჯო კიელინი იასპარეზებს. დანარჩენებთან მიმართებაში გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.

ბევრგან წავიკითხე თითქოს ეს გუნდი არის ალეგრის ახალი პროექტი.. საუბარი ჩელსისთან მატჩის შემდგომ გამოთქმულ მოსაზრებებს, რასაც ვერ დავეთანხმები. ბევრი რამ იყო ისეთი რაც უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას გამოჩნდა.. თუნდაც ის ფაქტი რამდენად ეფექტურია ფედერიკო კიეზა ცენტრ ფორვარდის ამპლუაში.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მატჩი სხვადასხვა ასპექტებისგან შედგება. როდესაც აუცილებელია თავი დაიცვა, ეს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე უნდა შეასრულო.. თუ პირობითად ბურთს ვფლობთ, ამას სოლიდურად და ჭკვიანურად უნდა ვაკონტროლებდეთ.. სხვაგვარად შედეგს ვერ მივაღწევთ.. წარმოუდგენელია მთელი შეხვედრა თავქუდ მოგლეჯილი დაფრინავდე.. 

კარგი ამბავი ის მაქვს თქვენთვის, რომ შესაძლოა ტორინოსთან სკამზე არტურ მელო და კაიო ჟორჟი გამოჩნდნენ.

ფედერიკო ბერნარდესკი თავს კარგად გრძნობს. მან ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან კარგი შეხვედრა გამართა და წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა, ამით კმაყოფილებას არ უნდა მიეცეს და მუშაობა გააგრძელოს.

როდრიგო ბენტანკური და მანუელ ლოკატელი ერთმანეთს კარგად ავსებენ.. ცალ-ცალკე თითოეულისთვის რთულია თამაშის შექმნა.. ამიტომაც რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ ერთად, მით უფრო იხეირებს გუნდი მათი შეთანხმებული მოქმედებებით.

კარგად უნდა გვესმოდეს როგორ გუნდთთან მოგვიწევს თამაში. ხარებს უკვე წლებია ასეთი სტარტი არ ქონიათ.. მათ მხოლოდ 6 ბურთი აქვთ გაშვებული. ჩვენის მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს როგორი ცუდი სტარტი გამოგვივიდა და ახლა ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ სიტუაციის გამოსასწორებლად. აქედან გამომდინარე მომზადების თვალსაზრისით ლიგის მატჩი და სერია ა-ში მოახლოებული უდაოდ განსხვავებულია.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

უეჭველი უნდა მივადუღოთ ტორინო

Mad Max
Mad Max
2 years ago

იცის ამ კაცმა თავის საქმე და ნეტა ის გულშემატკივრები დამანახა ამის წასვლას რო ოცნებობდნენ. ალეგრი უხდება ამ გუნდს და ზოგადად იუვენტუს დისციპლინა, ტაკტიკა,ლიდერია,ავტორიტეტია და პრინციპულია მოკლედ ალეგრის იმედი მაქვს და იმ იტალიელების რომლებიც ბოლო წლებში აკლდა გუნდს წლებია იტალის ნაკრებში ამდენი იუვეს ფეხბურთელი არ ყოფილა და ეგ ბევრს ნიშნავს შეთამაშების მხრივ . ფორცა იუვე

დიბალა
დიბალა
2 years ago

ვსო ფსიქოლოგიური ნავსი გატეხილია, 3 გამარჯვება ზედიზედ… დედის კორიანტელი ელის ტორინოს!!!

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x