ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის მოთამაშეების შეფასებები ტურინული დერბის შემდეგ

იუვენტუსმა ტურინულ დერბიში დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია. მატჩის მიწურულს მანუელ ლოკატელიმ ბიანკონერის მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა!

პირველ ტაიმში მაქს ალეგრის შეგირდები კონტრშეტევაზე აგებულ ფეხბურთს აჩვენებდნენ, თუმცა მეორე 45 წუთში შეშლილმა ტაქტიკა და პრიორიტეტები შეცვალა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო.

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ:

შესნი – 6 – ბევრი საქმე არ ქონია, მაგრამ იგრძნობა თავდაჯერებულობა რომელიც ჩემპიონატის სტარტზე ასე აკლდა.

დანილო – 6 – ორი მეტოქის გარემოცვაში უწევდა მოქმედება.. რთულად, მაგრამ მაინც უმკლავდება.

დე ლიხტი – 6.5 – კიდევ ერთი სოლოდური შეხვედრა. ბრძოლა და ბრძოლა.. კარგია როგორც ართმევაზე და ჩაჭრაში, ასევე შეტევების წამოწყებაში.

კიელინი – 6.5 – ერთადერთხელ გარისკა ლუკიჩთან ბრძოლის დროს.. სხვა მხრივ კაპიტანი ყოველთვის საიმედოა და გუნდს მისი ჯერა.

ალექს სანდრო – 6.5 – პირველ ნახევარში უფრო მეტად დაცვაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ მეორე 45 წუთში აქტიურად ერთვება შემტევ თამაშში და თანაგუნდელებზე ეს დადებითად მოქმედებს.

ბერნარდესკი – 6 – ბევრი შავი სამუშაო და ბრძოლა.. კომბინირებს პარტნიორებზე და თავად რამდენიმე საინტერესო იდეას ქმნის.

მაკენი – 5 – არ არის არც მეორე ფორვარდი და მითუმეტეს გამთამაშებელი.. მეორე 45 წუთში მაქსმა ისეთი პოზიცია მოუძებნა, რისი დახმარებითაც იუვემ მეტოქის ნახევარზე რიცხობრივი უპირატესობა და ბურთის გათამაშებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.

ლოკატელი – 7 – მან შეძლო და ტურინულ დერბიში მოახერხა გოლის გატანა და თან როგორის.. თან რა მნიშვნელობის და თან გამარჯვების! ასე რომ მონათვლა სრულად არის შესრულებული. ბურთის კონტროლი, ტემპის კონტროლი და პარტნიორებთან შესანიშნავი კომბინირება.

რაბიო – 6.5 – დღეს ფრანგმა ყველაფერი კარგად შეასრულა. ართმევა, ჩაჭრა, სპრინტერული ჩართვები, გადაცემები.. საგოლე მომენტებიც კი შექმნა.

კინი – 5 – მეორე შეხვედრა სასტარტოში და სამწუხაროდ მოიზე ვერ ახერხებს ფასეულად მის გამოყენებას. მეორე ტაიმში მაქსმა მოედნიდან გაიყვანა.

კუადრადო – 46 წუთიდან – 6 – იწყებს ეფექტურად.. მაგრამ დაღლა ეტყობოდა რომელიც დაუგროვდა.. მიუხედავად ამისა ტოროს უკანახაზში ქაოსის შექმნაში მისი წვლილიც აღსანიშნავია.

კიეზა – 6 – თავდასხმაში ყველა პოზიციაზე გაისარჯა და მცირეოდენ სივრცესაც კი გასამწვავებლად იყენებდა. ბოლოს მაინც მოახერხა და ლოკატელის გაატანინა.

ალეგრი – 7 – დაიწყო მეორე ნომრად და ბურთი მეტოქეს დაუთმო. კინის მხრიდან დაშვებული ტექნიკური შეცდომების გამო ვერ შეძლო გუნდმა კონტრშეტევაზე შედეგის მიღწევა. მეორე 45 წუთში გადააწყო თამაში და ხარები ნახევარზე გამოკეტა, რასაც მანუელის გოლი მოყვა. მესამე გამარჯვება ზედიზედ.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x