ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”გუნდის თამაში ბევრი პოზიტივია”

მაქს ალეგრი რომასთან გამართულ მატჩს აფასებს და გუნდს დაცვის ხაზში თამაშს უწონებს:

“რომა არ იმსახურებდა მარცხს, მაგრამ დღეს ჩემმა შეგირდებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს როგორც დისციპლინის თვალსაზრისით, ასევე ტექნიკურ/ტაქტიკური ასპექტებით. დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად ვმოქმედებდით, რისი დამსახურებითაც მეტოქისთვის შანსი არ მიგვიცია. 

სატურნირო ცხრილში სიტუაცია გავიუმჯობესეთ და ახლა ლიდერთა კრებულში გამოვერიეთ.

გამოსასწორებელია თავისუფალ სივრცეში ბურთის კონტროლი.. მომენტები რომელიც მეტოქეს შეექმნა, ძირითადად ჩვენი დაუკვირვებელი მოქმედებებიდან გამომდინარე შეიქმნა. 

გატანილი გოლის შემდეგ, რატომღაც ვჩქარობდით, არადა მეტი სიმშვიდით შეგვეძლო მოქმედება. მეორე 45 წუთში ბურთს გაცილებით უკეთესად ვაკონტროლებდით.

არტურ მელო? ფაქტია ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ როდრიგო ბენტანკურს და მანუელ ლოკატელის, მატჩის კონკრეტულ ეპიზოდში დიდი დახმარება გაუწია. მისი გამოყვანა ბურთზე უკეთესი კონტროლის გამო გადავწყვიტე და სასურველი შედეგი მივიღეთ.

ფედერიკო კიეზას თამაშით კმაყოფილი დავრჩი. ყოველთვის მზად არის გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. ფეერიული სერიის შემდეგ, ძალზედ რთულია იგივე ტემპი შეინარჩუნო, მაგრამ კიეზა თანაგუნდელებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს იღებს.

ცვლილებები რიგ ეპიზოდებში საჭიროა და დღეს მის ნაცვლად მინდორზე დეიან კულუსევსკის შეყვანა გადავწყვიტე, რომელიც მეტად დასვენებული იყო.

ვოიცეხ შესნი? ფეხბურთელებს აქვთ როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი. ყველამ კარგად ვიცით რაოდენ კარგები არიან ფედერიკო ბერნარდესკი, მატია დე შილიო და მოიზე კინი.. თუმცა, არის დღეები როცა არ უმართლებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადავხაზოთ..

ასეა პოლონელის შემთხვევაშიც, რომელმაც აქამდე არაერთხელ დაგვიმტკიცა რაოდენ მაღალი დონის არის.. ფსიქოლოგიური პრობლემები ყველას ემართება, მთავარია მალევე გამოვფხიზლდეთ.. ამ მხრივ შესნი მენტალურად ყოველთვის სამაგალითო იყო!

მატეის დე ლიხტი? გუშინდელ საწვრთნელ სესიაზე 5 წუთის შემდეგ დისკომფორტი იგრძნო და გაჩერდა.. მეც კი გამიკვირდა, მაგრამ ყველაფერს ხვალ შევიტყობთ, როდესაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ოთხშაბათი? სამშაბათს გადავწყვეტ ვინ როგორ ფორმაში იქნება. მაკენი და კულუსევსკი კარგ კონდიციებში იმყოფებიან.. დანარჩენებს უკვე შემდგომ შევაფასებთ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x