ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეონარდო ბონუჩი:”ახლა ისევ ერთიანი გუნდი ვართ”

ლეონარდო ბონუჩის განცხადებით, ახლა იუვენტუსი უფრო მეტად არის შეკრული და მოედანზე როგორც ერთიანი მექანიზმი ისე მოქმედებს:

“დიახ, ეს სიმართლეს შეესაბამება.. ახლა ნამდვილად ერთი გუნდი ვართ, რომელიც მზად არის რთული ამოცანების შესრულებას შეუდგეს.

ისეთ დიდ ჩემპიონთან თამაში როგორიც კრიშტიანო რონალდუ იყო, თავისი როლი ითამაშა.. თითოეული ჩვენთაგანი მასსზე ცდილობდა თამაშს, რათა კომფორტული გარემო შეგვექმნა.. ვფიქრობდით, რომ პორტუგალიელი ყველა სირთულეს თავადვე გადაწყვეტდა.

წლევანდელ სეზონში კი ჩვეული და რაც მთავარია დაუღალავი შრომით, გამარჯვევების ახალი ეტაპი დავიწყეთ, რომელიც წარმატებას ყველა შემთხვევაში მოგვიტანს.

ჩელსისთან გამარჯვება? ცუდი სტარტიდან გამომდინარე, ბუნებრივია მსგავსი მატჩები ფსიქოლოგიური და მორალური კუთხითაც უაღრესად საჭირო იყო. მას შემდეგ თითოეულ მატჩს ჩვენთვის ოქროს ფასი აქვს, რათა დანაკარგები აღმოფხვრათ.. ამიტომ ზენიტთან მიღწეული წარმატება უკვე წარსულია და ფიქრებით ინტერთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x