ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მომავალ კვირაში შესაძლოა სამი მოთამაშის მომავალი გადაწყდეს

იტალიური მედია იუვენტუსის სამ ფეხბურთელთან დაკავშირებით განახლებულ ინფირმაციას გვიზიარებს.

საქმე ხუან კუადრადოს, პაულო დიბალას და მატია დე შილიოს ეხებათ.

იტალიელი მცველი ბოლო ორი მატჩია კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ჯერჯერობით კლუბისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

კულუარული ცნობებით მაქს ალეგრის მისი გუნდში დატოვება აქვს გადაწყვეტილი და მოლაპარაკებები მხარეებს შორის მომდევნო კვირაში დაიწყება.

კუადრადოსთან დაკავშირებით საქმე უკვე ბოლოშია მისული და წესით მომავალ კვირას გარკვეულ სიახლეებს უნდა ველოდოთ. მხარეები შეთანხმებას 2023 წლამდე გაახანგრძლივებენ და ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ორმხრივი სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

დიბალას საკითხი დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია და რთულ პროცესს გაგრძელება რამდენიმე დღეში უწერია.. არგენტინელის საფეხბურთო აგენტს იტალიაში კიდევ ერთხელ მოუწევს დაბრუნება და ტურინელთა ხელმძღვანელობასთან პირისპირ შეხვედრა. წესით მხარეები რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ, რადგან დრო სულ უფრო და უფრო მცირდება..


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x