ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დერბი დ’იტალია – საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა

დღეს, მორიგი დერბი დ’იტალია გაიმართება, რომელიც ჩვენი დროით სან სიროზე 22:45 -ზე დაიწყება.. აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნშივნელობა აქვს..

სხვაგვარად პრინციპში შეუძლებელია, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ორი განსაკუთრებული იტალიური კლუბი დაუპირისპირდება და ბუნებრივია ვნებათაღელვა თავისთავად პიკს აღწევს.

ნერიაძური ბოლო ხანებში არასტაბილურობით გამოირჩევა და ლაციოსთან მარცხის შემდეგ, სერია ა-ში რეაბილიტირებას სწორედ აპენინურ დერბიში ეცდება.

იუვენტუსი თავის მხრივ პოზიტიურ პერიოდს გადის და გამარჯვებების სერიასთან ერთად კარს უკვე მერამდენე მატჩია მშრალად ინახავს, რაც გასული ორი წლის ასპარეზობიდან გამომდინარე ბუნებრივია მისასალმებელი ფაქტია.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა შემოგვთავაზა:

პირობითად იუვენტუსის ტაქტიკური მოდული არ განსხვავდება იმ სქემებისგან, რომლებიც ადრე ქვეყნდებოდა – 4-4-2..

თუმცა, ყველანი კარგად ვხვდებით რომ ეს პირობითია და ძირითადად გუნდის დაცვაში მოქმედების განლაგებას ასახავს.. პოზიციური შეტევის დაწყებისას ბიანკონერი 3-5-2 სისტემაზე ეწყობა.. კონტრშეტევაზე კი ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება ამ სქემა მეორე ხარისხოვანია..

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.. თავდაჯერებულობა მასსაც დაუბრუნდა და უნდა ითქვას იუვეს პირველი ნომერი კარგად გამოიყურება.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილოს ვიხილავთ, ცენტრალურ ზონაში ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის.. რამდენიმე ექსპერტის მტკიცებით სწორედ კაპიტანია ფავორიტი და არა მატეის დე ლიხტი. მარცხნივ ალექს სანდრო.

ნახევარდაცვაში მარჯვნივ ხუან კუადრადო გაირჯება.. ცენტრში როდრიგო ბენტანკური და მანუელ ლოკატელი, რომლებსაც ბროზოვიჩთან და ბარელასთან მოუწევთ გამკლავება.. მარცხნივ ფედერიკო ბერნარდესკი.

აი თავდასხმის ხაზთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშნებია. ფედერიკო კიეზა ბოლო ხანებში გადაღლილი ჩანს და მის ნაცვლად სასტარტოში შესაძლოა დეიან კულუსევსკი ვიხილოთ.. დიბალა კი დაბრუნდა მაგრამ რამდენად დაიწყებს სასტარტოში რთული სათქმელია და ამიტომაც სავარაუდო 11-ეულში ჯერჯერობით ალვარო მორატა ფიქსირდება.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ააააა
ააააა
2 years ago

რა უბედურებაა თამაშს არცერთი ქართული სპორტული არხი რო არ აჩვენებს… 4დან არცერთ სილქის არხზეა, 2 დან არცერთ აჭარას არხზე და სეტანტებზეც არააა… შიგ ხომ არ აქვთ… არც მილანი-იუვე აჩვენეს წინაზე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x