ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”ამ დაპირისპირებას ორი წლით ვიყავი მოწყვეტილი”

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც ინტერთან შეხვედრას დაეთმო.

შეგახსენებთ, რომ დერბი დ’იტალია დღეს თბილისის დროით 22:45 -ზე გაიმართება:

როგორ ემზადება გუნდი ამ დაპირისპირებისთვის:

“პირადად ჩემთვის სკუდეტოსთვის ბრძოლაში ინტერი ჯერ კიდევ მთავარი ფავორიტია. აქედან გამომდინარე განწყობა და მომზადება შესაბამისია, თუმცა ყველაფერს მოედანზე ვიხილავთ. ფეხბურთელებს შესაბამისი განწყობა გააჩნიათ და იმედი მაქვს ამ ყოველივეს მინდორზეც აჩვენებენ.”

არის თუ არა ეს მატჩი საკვანძო სატურნირო თვალსაზრისით?

“ამ თვალსაზრისით რომასთან დაპირისპირებას მეტი ფასი გააჩნდა.. დერბი დ’იტალიაში წარმატება კი ამ საოცარ სერიას გააგრძელებს, რომელიც გუნდზე ყველამხრივ დადებითად მოქმედებს. დაუშვებელია თითქოს რომელიმე კონკრეტული შეხვედრა არის გადამწყვეტი და მასში დაფიქსირებული წარმატებული თუ წარუმატებელი შედეგი რაიმეს განაპირობებს.”

რა მდგომარეობაა დიბალასთან მიმართებაში?

“პაულომ ორი სრული ვარჯიში ჩაატარა და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ, რადგან დღეისათვის ჩემს განკარგულებაში თითქმის მთელი გუნდია. ახლა რთულ პერიოდში შევდივართ და შესაბამისად თითოეული მჭირდება.”

დაძაბულობის თვალსაზრისით როგორ შეიცვალა თქვენი დღევანდელი მიდგომა?

“მშვენიერი საღამო გველოდება ფანტასტიკურ სტადიონზე. ამ ყველაფერს ორი წელი ვიყავი მოწყვეტილი და კარგად გვაქვს გაანალიზებული წინ რაოდენ დიდი და ემოციური დაპირისპირება გველის. შესაბამისად ფეხბურთელებს ცალკე ახსნა არ ესაჭიროებათ ეს შეხვედრა რა მნიშვნელოვნისაა.”

რამდენად აუცილებელია კიელინის მოედანზე ყოფნა ამ შეხვედრაში და როგორ აქვს საქმეები კიეზას?

“შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ ვარ ჩამოყალიბებული. მცველების მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს.. რუგანი, დე ლიხტი და ბონუჩი თავს კარგად გრძნობენ. ჰოლანდიელი როდესაც შესაბამის ფორმაში შევა მერე უკვე სამ მცველიან ტაქტიკაზეც შეგვიძლია გადასვლა, მაგრა ახლა კვლავინდებურად ორი უკანახაზელით დავიწყებთ.”

რამდენად ახლოს იყავით ინტერთან? 

“გასული წლების განმავლობაში უამრავი კლუბი დამიკავშირდა.. თუმცა, არჩევანი იუვენტუსში დაბრუნებაზე შევაჩერე და ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ.”

ეთანხმებით ბონუჩის განცხადებას რონალდუსთან მიმართებაში?

“შემადგენლობაში მსგავსი ფონემენის ყოლა, რომელიც სეზონში 30 გარანტირებულ გოლს იძლევა, სრულებით ბუნებრივია გუნდის მხრიდან მისდამი ნდობის გამოცხადება. ახლა კი ეს პასუხისმგებლობა თითოეულზე გადანაწილდა და წარმატებისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს.”

შეიძლება თუ არა ეს მატჩი ბერნარდესკისი გახდეს?

“გამომდინარე იქიდან, რომ მეტოქე ფიზიკურად ძლიერია, კარგი ტექნიკური მატჩი უნდა ჩავატაროთ. ისეთ სტადიონზე გვიწევს თამაში, სადაც ქომაგების დახმარებით მეტოქე ემოციურად დამუხტული იქნება. შესაბამისად, მეტი ცივსისხლიანობა და მკვლელის ინსტიქტით მოქმედება გვმართებს. ვინც კი მოედანზე გამოვა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, განსაკუთრებით საწყის წუთებში.”

გსურთ ჯეკოს მწვრთნელი რომ იყოთ?

“ბოსნიელმა კარგად იცის ფეხბურთის თამაში, გოლების გატანა და გუნდზე მოქმედება. ლაუტაროსთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა. ინტერს უდაოდ წარმატებული შემადგენლობა ყავს და ამ მხრივ სკუდეტოსთვის ფავორიტებად მიმაჩნია.”

აქვს თუ არა რაბიოს თამაშის შანსი?

“დღეს ადრიენი პირველად ვიხილე და ვარჯიშის გარეშე ამის გაკეთება ურთულესია.”

შეუძლია თუ არა არტურს სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა?

“ფაქტია, რომ უმატებს და გუნდის ხარისხიც გააუმჯობესა. ახლა მთავარია კონდიციები ბოლომდე აღიდგინოს, რისი დამსახურებითაც სათამაშო დრო ეტაპობრივად გაეზრდება.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x