ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”ეს მატჩი უფრო რთული იქნება”

იუვენტუსი სასუოლოსთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც ხვალ ჩვენი დროით 20:30 -ზე დაიწყება.

ახლა კი მაქს ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას გთავაზობთ, რომელიც კონტინასაზე გაიმართა:

ადრიენ რაბიო გამოჯანმრთელების გზას ადგას, მაგრამ ფრანი მოიზე კინის მსგავსად ამ მატჩს გამოტოვებს.

დიონისი სერია ა-ს მორიგი კარგი სპეციალისტია, რადგან მისი სასუოლო უდაოდ სანახაობრივ და რაც მთავარია შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს.

დერბი დ’ იტალიისთვის მომზადება უფრო იოლია, ვიდრე ამ მატჩისთვის, რადგან ასეთი ფასეული და ფიზიკურად მძიმე მატჩის შემდეგ, უაღრესად რთული გამოწვევა გველოდება.

თუ ჩვენ ამ შეხვედრას შესაბამისი სიმშვიდითა და ცივსისხლიანობით არ მივუდექით, მაშინ არსებობს შანსი მეტოქემ დიდი თავისტკივილი შეგვძინოს. 

ახლა ჩვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ ერთ ბურთზე მეტი გავიტანოთ და გამარჯვებას უფრო კომფორტული სახე მივცეთ.

მიუხედავად მათდამი პატივისცემისა, აქ გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერთან ქულა აზრს კარგავს. 

კაიო ჟორჟი? იმდენად ჭკვიანია რომ დღევანდელი ფეხბურთის დინამიკას ალღო მალევე აუღო. ვფიქრობ, წინ დიდი კარიერა ელოდება. რამდენჯერაც საქმეში ჩაერთო, ყოველჯერზე დაგვიმტკიცა რაოდენ მყარი ხასიათის პატრონია.. დანარჩენ მახასიათებლებზე საუბარი არც ღირს, რადგან თავადაც ხედავთ რამდენად ტექნიკური მოთამაშეა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია 90 წუთის მაღალ დონეზე თამაში.

არტური და ლოკატელი? პირობითად ერთს შეუძლია მეორის შეცვლა, მაგრამ ისეც არ გაიგოთ თითქოს ერთად ასპარეზობაც არ შეეძლოთ.. პირიქით, ვფიქრობ ერთმანეთს კარგად შეავსებენ, რადგან არტურს კარგი თვისებები აქვს, რომლითაც გუნდს ბურთის შენარჩუნების, კონტროლის და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. 

ვერ ვიტყოდი, რომ შეტევაში რაიმე პრობლემა გვაქვს.. დიბალას შარშანდელი სეზონი ტრავმის გაუცდა, მაშინ როდესაც მორატამ 21 ბურთი გაიტანა, ხოლო კიეზამ 14-16.. შესაბამისად, ახლა მათ არგენტინელის გოლებიც დაემატებათ და ყველაფერი დასტაბილურდება.

ჩვენ ვმუშაობთ, როგორც თავდასხმის ფაზაზე, ასევე დაცვითი კუთხით სწორ მოქმედებებზე.. ყველაფერი თავის ლოგიკურ დროს მოითხოვს, მაგრამ მთავარია ფეხბურთელების მხრიდან სრული მხარდაჭერა იგრძნობა, რაც პროცეს უფრო იოლს ხდის.

შემადგენლობა? დე ლიხტი, პერინი, დიბალა და კიეზა მატჩს პირველსავე წუთებიდან დაიწყებენ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x