ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მეტოქეს გოლი და სამი ქულა ვაჩუქეთ”

მაქს ალეგრი მატჩის დასრულების შემდეგ DAZN -ის ჟურნალისტს ესაუბრა:

“ბოლო 25 წუთში საერთოდ დავკარგეთ ყველანაირი ორგანიზებულობა, რამაც საბოლოო ჯამში ტაბლოზე 1-2 დააფიქსირა. ეს იყო შედეგი, რომელიც არაფრის დიდებით არ უნდა მიგვეღო..

გამარჯვება ჩვენი მიზანია, მაგრამ მოედანი დამარცხებულებმა არ უნდა დავტოვოთ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ მეტოქეს ასეთი რამ ლანგრით არ უნდა მიართვა. სასუოლო იმ კლუბების რიცხვში შედის, რომლებიც მცირეოდენ სივრცესაც კი ნაყოფიერად იყენებენ.

ერთხელ როცა დამარცხდები შესაძლოა რაღაც მიზეზს დააბრალო, მაგრამ ორი საშინაო მარცხი უკვე პრობლემას ნიშნავს და არა ეპიზოდურ ჩავარდნას. ეს არის ის, რისი გამოსწორებაც დაუყონებლივ უნდა დავიწყოთ!

თითოეულ ქულას აქვს დიდი მნიშვნელობა.. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ახლა ვალდებულები ვართ თითოეულ ქულას გავუფრთხილდეთ.. ყველაფერთან ერთად გვქონდა წაუგებელი სერია, რომელიც ნებისმიერი კუთხით დადებითად მოქმედებს საერთო ატმოსფეროზე. ამიტომაც ვარ გაცხარებული.. ახლა შეგვეძლო მინიმუმ ქულა აგვეღო და სერია გაგვეგრძელებინა, მაშინ როდესაც მეტოქეს გოლი და შედეგად სამი ქულა ვაჩუქეთ!

დაღლილობა? 5 ფეხბურთელს არ უთამაშია გასულ შეხვედრაში.. ეს უფრო მენტალური პრობლემაა, რომელსაც ყურადღების მიქცევა მართებს.. ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ.. პასუხისმგებლობა თითოეულზე საკმაოდ დიდია! მას არავინ არ უნდა გაექცეს, რადგან იუვენტუსისთვის გამარჯვების გარდა სხვა შედეგს მნიშვნელობა არა აქვს.

მაკენი? კარგი მატჩი გამართა.. ფიზიკურად ძლიერია და ინტელექტის მხრივათაც პრობლემას არ განიცდის. ეს არ იყო მისი პრობლემა.. ვინც არ უნდა ყოფილიყო მინდორზე, ხარვეზი მთელი გუნდის მხრიდან იყო შექმნილი.. როცა არ იღებ შესაბამის შეტყობინებას ვა-ბანკზე წასვლასთან დაკავშირებით, უმჯობესია არსებულით დაკმაყოფილდე და მშვიდად იმოქმედო.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

არაფერ შუაშია ალეგრი! ბოლო 2 წლის ჩა…. სიტუაციის გამოსწორებას დრო ჭირდება! და კიდევ რა ტრანსფერებსაც მოითხოვს ეს კაცი შეუსრულონ უნდა!

juventino
juventino
2 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

კი,ზუსტად მასეა,მაგრამ უბედურება ისაა რომ არ მოყავთ არავინ ვისაც ეს კაცი ითხოვს!ლოკატელის დიდი ფეხბურთელობის არ მწამს მაინცდამაინც და ვინმე უფრო ძერსკი ბურთის დამჭერ-გამნაწილებელი გვინდა.წინ ვლაჰოვიჩი მაინც.ცივსისხლიანი “ისპალნიწელი” არის საჭირო! ნახევარდაცვაში არის მაგარი ქაოსი და ეგ იწვევს ყველა პრობლემას

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x