ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”ახლა ლაპარაკის დრო არ არის”

მაქს ალეგრი ვერონასთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს, რომელიც ხვალ ჩვენი დროით 20:00 -ზე გაიმართება:

“სასუოლოსთან ბევრს ვჩქარობდით, რის შედეგადაც ის მივიღეთ რასაც ხელი თავადვე შევუწყვეთ. 

არა აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ გიწევს თამაში – ჩელსია ეს თუ ვერონა, მეტოქის მიმართ პატივისცემა არ უნდა დავკარგოთ.. იუვენტუსი ეს არასდროს ეშლებოდა და აქედან გამომდინარე მათ მიმართ შესაბამისი ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდს შეეძლოს როგორც ტემპის გაზრდა, ასევე სიტუაციიდან გამომდინარე მისთვის სიჩქარის დაგდება.. შეუძლებელია მუდამ 100 კმ/სთ-ით იფრინო.. ამოსუნთქვისთვის პაუზის გაკეთება ფუნდამენტურია, რის გარეშეც უბრალოდ ვერ შეძლებ დასახული ამოცანების შესრულებას. 

ძალები უნდა გადანაწილდეს, როგორც მთელ სეზონზე, ასევე თითოეულ მატჩშიც.. ბურთის კონტროლი, სწორი და აუჩქარებელი მოქმედებები – ეს გვაკლდა სასუოლოსთან მას შემდეგ რაც ანგარიშის განთაბრება მოვახერხეთ.. დავიღალეთ და მეტოქემ მცირეოდენი მოდუნებით ისარგებლა..

ეს არის კარგი გაკვეთილი, რომელიც ნებისმიერ ვარიანტში სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. მე მჯერა ამ გუნდის, მას დიდი პოტენციალი აქვს და წარმატებას ყოველდღიური შრომით მივაქცევთ.. სხვა გამოსავალი არ გვაქვს!

სამ მცველიანი ტაქტიკა? ნოემბერში მუშაობისთვის ბევრი დრო გვექნება.. ახლა გაცილებით რთული და გადატვირთული გრაფიკი გვქონდა, რომელიც ამოსუნთქვის საშუალება არ იძლეოდა. შესაბამისად, ყველა იმ იდეას რაც გაგვაჩნია ეტაპობრივად გავუყვებით.

ტრავმირებულები? ფედერიკო ბერნარდესკი დაგვიბრუნდა. სამწუხაროდ მოიზე კინი და მატია დე შილიო ამ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან. 

თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან როგორც უკვე გითხარით გუნდის მიმართ დიდი რწმენა გამაჩნია. შეუძლებელია ყველა შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწიო.. მთავარია რომ მათი ხასიათი დავინახე.. უკანასკნელ წამამდე ცდილობდნენ წარმატების მიღწევას!

თუმცა, მეორეს მხრივ დაუშვებელია პირველი ბურთის 43 წუთზე გაშვება, ისევე როგორც მეორესი 95 წუთზე.. ეს არის მკაფიო შეტყობინება, რომ მუშაობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ.

რონალდუ? ერთ რამეს გეტყვით.. ურთულესია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი დღით ადრე მსგავსი ჩემპიონის გარეშე დარჩენა და მისი სათანადოდ შეცვლა.. მართალია ხელმძღვანელობამ მაქსიმუმი გააკეთა და კინი მოიყვანა, რომელიც უდაოდ მაღალი დონის ფორვარდია.

მწვრთნელის საქმე? იგებ და შენ საუკეთესო ხარ.. მარცხდები და.. ასეა საფეხბურთო სამყარო მოწყობილი და თუ შენ ამ ყველაფერთან გამკლავება არ შეგიძლია, მაშინ უმჯობესია ძალები სხვაგან მოსინჯო. ახლა ვერონაზე უნდა ვიფიქროთ.. გამარჯვება კარგი იმპულსი იქნება.. ან გამარჯვებები რომლის შემდეგაც ჩვენ ისევ კარგ ბიჭებად ჩაგვთვლიან.. 

ახლა ლაპარაკის დრო არ არის.. დროა ვიმუშაოთ და საკუთარი სტატუსი ყველას დავუმტკიცოთ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x