ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი, ნედვედი და არივაბენე აქციონერებთან შეხვედრის შემდეგ

გუშინ იუვენტუსის აქციონერთა საბჭო შედგა, რომლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, ვიცე პრეზიდენტი პაველ ნედვედი და გენერალური დირექტორი მაურისიო არივაბენე შეხვდნენ:

“ვერ დაგეთანხმებით თითქოს ეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ყველაზე რთული პერიოდი იყოს.. 2010 წელს გაცილებით მასშტაბური პრობლემები გვქონდა, როდესაც იუვენტუსის მთავარი ფილოსოფია დავიწყებას მიცემოდა.

მაშინ საოცარი დაბრუნება მოხდა და ყველაფერი წარმატებით ვითარდებიოდა, თუმცა პანდემიამ თავი სამწუხარო რეალობაში ამოგვაყოფინა.. სირთულეების გადალახვა გვიწევს, მაგრამ ჩემს გარშემო შეკრებილ გუნდს ყველა სირთულის დაძლევა ძალუძს.

ჩვენ ვართ იუვენტუსი – შესაბამისად გამარჯვევების გარდა მნიშვნელოვანი არაფერია! აქედან გამომდინარე ინვესტირება მომავალშიც გაგრძელდება, მთავარია ეს ყოველივე კარგად გაანალიზდეს. საჭიროა გამარჯვებისკენ მიმავალი საუკეთესო გზის მოძიება”- განაცხადა ანიელიმ.

ნედვედის მოსაზრებაც იდენტურად გამოიყურება:

“შემადგენლობის გაახალგაზრდავება ორიოდე წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ გამარჯვებებზე უარი არ გვითქვამს, რადგან ის ერთადერთია რასაც მნიშვნელობა აქვს. ეს ფაქტი ანიელიმაც იცის და კოლექტივმაც რომელიც ტურინშია შეკრებილი.

ახლა რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებიდან 10 ტურია გასული და ყველაფერი წინ გვაქვს. 

პაულო დიბალასთან მოლაპარაკებები პოზიტიური მიმართულებით ვითარდება და ამ მხრივ ჯობს მოვლენებს თუ არ გავასწრებ. მთავარია, რომ დაგვიბრუნდა და ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.”

მაურისიო არივაბენე კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერის დადებით ასპექტებს შეეხო:

“პორტუგალიელის გაფორმებამ კლუბს რამდენიმე მიმართულებით დიდი წარმატება მოუტანა. საერთოდაც მე ვთვლი, რომ არა მარტო იუვეს არამედ იტალიურ ფეხბურთს. 

სატრანსფერო ბაზარზე ყველა შესაძლებლობას ვაფასებთ და გარიგებამდე დეტალურ ანალიზს ვახორციელებთ, რადგან წარუმატებლობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. 

რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდმა გადატვირთვის რეჟიმი წარმატებით უნდა დაძლიოს. შესაბამისად ჩვენ გაძლიერებას გავაგრძელებთ, რადგან საბოლოო ჯამში ეს ფინანსურ ასპექტებზეც უკეთესად მოქმედებს და კონტუნარიანობასაც ინარჩუნებს.”

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x