ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და ამჯერად ვერონაში ადგილობრივ ვერონასთან..

იგორ ტუდორის შეგირდებმა მაქს ალეგრის ბიჭები 2-1 დაამარცხეს.

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ:

შესნი – 6 – ის ალბათ ერთადერთია, რომელიც ამ ცირკში ნორმალურად გამოიყურებოდა.. მისი ბრალეულობა არაფერია, პირიქით რიგ ეპიზოდებში გუნდს სახე შეუნარჩუნა.

დანილო – 5 – პრობლემებს განიცდიდა.. მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესად გამოიყურება და მაკენის საგოლე გადაცემასაც კი აძლევს.

ბონუჩი – 4.5 – მეორე გოლზე სიმეონეს იმხელა სივრცე დაუტოვა, რომ ჩოლოს შვილმა შანსი გამოიყენა და ულამაზესი დარტყმით შესნი უშანსოდ დატოვა.

კიელინი – 5 – როდესაც იტალიის და იუვენტუსის კაპიტანს ბურთის გაჩერება უჭირს, ეს ყველაფერზე თავადვე მეტყველებს.

ალექს სანდრო – 4.5 – საერთოდ სხვაგან არის.. არცერთ ეპიზოდში არ მიუღია მონაწილეობა.. ამოვარდნილია ყველანაირი ფორმიდან.

კუადრადო – 4.5 – ყოველი შეხების შემდეგ ისე თეატრალურად აფორმებდა ყველაფერს, რომ ვერ გაიგებდი სად იყო მართალი და სად არა..

კულუსევსკი – 69 წუთიდან – 6.

არტური – 5 – ალბათ ერთადერთია ვისზეც იუვენტუსი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. არადა პირველი გოლი გუნდს სწორედ მან მოუტანა, როდესაც მეტოქე ერთი-ერთზე დატოვა.

ბერნარდესკი – 49 წუთიდან – 6 – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი გამოჩენის შემდეგ გუნდმა ტემპსაც მოუმატა და მომენტებიც გაჩნდა.

ბენტანკური – 4.5 – არაფერზე არ ზემოქმედებს.. პირველ ტაიმში მეტოქის შუახაზელებმა პირწმინდად დაჯაბნეს და გააქრეს მოედნიდან.

მაკენი – 57 წუთიდან – 6 – გამოდის და 20 წუთში გოლი გააქვს. შრომობს და დაუღალავად გადაადგილდება..

რაბიო – 4.5 – ტექნიკური შეცდომების მთელი კასკადი.. ეს არის მორიგი ტურინული ტრაგედია.

ლოკატელი – 6 – 57 წუთიდან – ვერონას ნახევარდაცვა იღლება თუ სხვა სახის პრობლემაა არ ვიცით, მაგრამ ფაქტია იტალიელის მოედანზე გამოსვლის შემდეგ შუახაზი სახის ფორმას იბრუნებს.

დიბალა – 5.5 – იუვენტუსი ეს არის ქაოტური ღამე.. დიბალა კი ნათელი სხივია, რომელიც შუქს კი ანათებს, მაგრამ ვერონას ტალღები ისეთი სიმაღლისაა არგენტინელის შესაძლებლობები ვერაფერს შვება.

მორატა – 4.5 – პირდაპირ უნდა ვთქვათ – ეს არის თამაში სადაც რომლის შედეგმა მის მომავალთან დაკავშირებით დიდი ანალიზი უნდა გამოიწვიოს.

ალეგრი – 4 – ეს უკვე ფაქტია – იუვენტუსი ღრმა კრიზისშია და ისეთი კითხვები წამოვიდა, რომელიც მის მომავალსაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x