ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის წლევანდელი თავგადასვალი წარმატებით გრძელდება. ბიანკონერის ჯგუფში 100-%-იანი მაჩვენებელი აქვს.

ამჯერად ტურინელებმა ზენიტს უმასპინძლეს და მეტოქე 4-2 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის MVP-დ გუნდის კაპიტანი პაულო დიბალა დასახელდა.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს:

შესნი – 6.5 – მორიგი მშვენიერი მატჩი მისი შესრულებით. ტექნიკური თვალსაზრისით მუდამ ყურადღებით და დაკვირვებულად მოქმედებს. გარკვეულ ეპიზოდებში შთამბეჭდავადაც კი!

დანილო – 6.5 – მის ფლანგზე რთული მეტოქე ირჯებოდა კლაუდინიოს სახით, მაგრამ დანილომ ამ საღამოს მაქსიმალური კონცენტრირება გამოავლინა, რის ხარჯზეც თანამემამულეს არაფერი დაუთმო.

ბონუჩი – 6 – მიკრო ტრავმით გამოდის და რუსები მისი ზონიდან ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. შეტევის თვალსაზრისით აქტიურად მონაწილეობდა და ტემპის შექმნასაც ცდილობდა უკანა ხაზიდან. ავტოგლი ფატალური უიღბლობაა და მეტი არაფერი.

დე ლიხტი – 6.5 – ბრუნდება სწორი განწყობით და მოტივაციით! ფიზიკური კონდიციების მხრივათაც უკეთ გამოიყურებოდა. იუვემ უნდა გადაწყვიტოს გახდება თუ არა ის ვინც გადმაწყვეტ მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზებს.

ალექს სანდრო – 6 – განსხვავება გასულ მატჩთან ის არის, რომ დაცვაში ოდნავ უკეთესი იყო და წინ ტრადიციულად არანაირი იდეა.

კიეზა – 7.5 – ფედერიკოა ის ფეხბურთელი რომელმაც იუვენტუსს ფრთები გაუზარდა! ამჯერად მარჯვენა ფორვარდის როლში რომელიც საჭირო სივრცეს ქმნის და მეტოქეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

ლოკატელი – 6.5 – შეუძლია ბურთზე კონტროლის დაწესება, მანევრირება და ტემპის უზრუნველყოფა. ეს ლოკატელის საჭირო და კარგი ვარიანტი იყო დღევანდელი იუვესთვის.

მაკენი – 7 – ბევრ რამეზე შეიძლება მაკენის კრიტიკა.. ალეგრიც ხვდება მაგრამ მის გარეშე დღევანდელ გუნდს უჭირს, რადგან ამერიკელი ტექნიკურ წუნს ბრძოლისუნარიანობით აბალანსებს.. ფიზიკური კონდიციების მხრივათაც ყველაფერი წესრიგში აქვს.. ზონის შევსება, პრესინგი და შეტევაში რიცხობრივი უპირატესობის შექმნა.. უესტონი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ოდნავ რომ გამართლებოდა გოლს ან გოლებსაც კი გაიტანდა.

ბერნარდესკი – 6.5 – კარგი შემართებით არის, იდეების ნაკლებობასაც არ განიცდის.. თუმცა მის ფლანგზე სანდროს ინერტულობიდან გამომდინარე მარტო მოქმედებს. კარგად ტრიალდება ბურთთან ერთად კიეზას საგოლე ეპიზოდის დროს.

დიბალა – 7.5 – შესანიშნავი გოლი და აღნიშვნა პლატინის სტილში! კაპიტანი გუნდს წარმატებისკენ გაუძღვა!

მორატა – 6 – რთული პერიოდი უდგას და ეს აშკარაა როდესაც ვუყურებთ მის თითოეულ მოქმედებას. შედეგად გოლი რომელიც გაიტანა, უდაოდ უნდა წაადგეს..

ალეგრი – 6.5 – მაქსი ევროპაზე ისე თამაშობს, რომ ვიღაცას ეგონება ამ გუნდს კრიზისი კი არა იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობსო, მაგრამ.. შესანიშნავი მატჩი დაწყებიდან დასრულებამდე.. არის ტექნიკური შეცდომები მაგრამ გასულ მატჩებთან შედარებით გაწეული შრომა ნათელია.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x